"ოღონდ არ გაჩუმდე" - ანუ როგორ ანგრევს დიალოგის უქონლობა ურთიერთობას

ძალადობამ ოჯახში შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს. ზოგჯერ იმისთვის, რომ ტანჯო პარტნიორი, არ არის აუცილებელი ყვირილი და შეურაცხყოფა. სიჩუმეც შეიძლება იქცეს დახვეწილ ფსიქოლოგიურ წამებად.



მათი ჩხუბი მუდამ ერთნაირად მთავრდება: ის ჩუმად გადაშლის გაზეთს ან აიღებს ტელეფონს, ის არ უსმენს საყვარელ ქალს - უსმენს მხოლოდ საკუთარ თავს. პარტნიორი, რომელიც ირჩევს ასეთი ურთიერთობის ფორმას, აყენებს საკუთარ თავს წყვილს გარეთ, ის უყურებს ურთიერთობას როგორც ძალაუფლებისთვის ბრძოლას, სადაც სისუსტე არ უნდა გამოიჩინო, არ უნდა აჩვენო შენი დაუცველობა, არ უნდა წახვიდე დათმობებზე.

სიჩუმით ტანჯვა
როცა თავს არიდებს საუბარს, პარტნიორი აღწევს თავის მიზანს. სიჩუმე აძლევს საშუალებას მართოს სიტუაცია და მეორე ადამიანი. ქმარი, რომელსაც უნდა ცოლს „ჭკუა ასწავლოს“, შეიძლება უბრალოდ ადგეს და წავიდეს, დატოვოს ქალი უპასუხოდ. სახლიდან შეიძლება წავიდეს და არ უთხრას სად. ის რჩება სახლში მარტო, უთქმელი სიტყვებით და მძიმე აზრებით, რომლებიც ტანჯავენ შიგნიდან.
რატომ არის სიჩუმე ასეთი დამანგრეველი? ის ქმნის ვაკუუმს, რომელიც ივსება ეჭვებით, შიშებით და კითხვებით. ასე მოქმედებს ფსიქოლოგიური ძალადობის ერთი მაგალითი, მისი მიზანია აიძულოს მეორე ადამიანი შეეპაროს ეჭვი საკუთარი სამყაროს აღქმის ადეკვატურობაში და საბოლოო ჯამში საკუთარ თავში. ასეთი ძალადობის მსხვერპლს შეიძლება ნამდვილად დაეწყოს ფსიქოლოგიური პრობლემები, კლინიკური დარღვევების დონეზე.

მანკიერი წრე
ადრე თუ გვიან სიჩუმე იწვევს რეაქციას. შეურაცხყოფილი მხარე გადადის ეჭვებიდან საყვედურებზე და დადანაშაულებაზე, ეს არის მცდელობა ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს პარტნიორის სიჩუმე. აიძულოს უპასუხოს თუნდაც პასუხი იყოს სასტიკი. ასე მსხვერპლი იღებს თამაშის წესებს, ურთიერთობა ნამდვილ ბრძოლის ველს ემსგავსება.
მისთვის, ვინც იყენებს სიჩუმის ტაქტიკას, მთავარ განმსაზღვრელი არის მისი დარღვეული სიმართლე. მას ესმის ყველაფერი და ყველაზე. მან „იცის“ როგორ უნდა მოიქცეს და ილაპარაკოს. ასეთი ადამიანისგან ხშირად შეიძლება გაიგონოთ მსგავსი სიტყვები: „სხვას შენგან არც მოველოდი“, „ეს ძალიან გავს შენს საქციელს“, „შენთან ყველაფერი ნათელია“. როცა მეორე ცდილობს ყველაფრის გარკვევას, საუბარი ისევ ჩიხში შედის.

სიახლოვესა და მარტოობას შორის
გაუგებრობები წყვილში გარდაუვალია, მაგრამ მათზე საუბარი უნდა იყოს შესაძლებელი. ორივეს უნდა ქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გამოთქვას თავისი პოზიცია და მოუსმინოს პარტნიორმა. ის, რომელიც სიჩუმეს ანიჭებს უპირატესობას, ხშირად ვერ წყვეტს თავის თავში მთავარ საკითხს - მზად არის თუ არა იყოს წყვილში, ის გამუდმებით იჭერს დისტანციას. მისი პოზიციაა: „მე შენთან არ ვარ, მაგრამ არც ცალკე ვარ“.
კავშირი, რომელზეც ერთი საუბრობს, მეორე კი დუმს(მაგრამ არ უსმენს) წყვეტს განვითარებას. ხშირად მეტად ღია პარტნიორი იღლება ურთიერთობის მთელი სიმძიმის თავის თავზე აღებით და მიდის. მეორესთვის ეს შეიძლება იყოს სიგნალი. მაშინ შეიძლება გადახედოს თავის შეხედულებებს. შეიძლება ისწავლოს გახსნა, დაცვის შესუსტება და კომპრომისებზე წასვლა. თუ ეს არ მოხდება, ისტორია განმეორდება შემდგომ ურთიერთობებშიც, თუ საერთოთ გადაწყვეტს შემდეგი ურთიერთობის ქონას.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3929 times