სიყვარული თუ ემოციური დამოკიდებულება ?..

ატარებთ საყვარელ ადამიანთან მთელ დღეს და თავს მეცხრე ცაზე გრძნობთ, მაგრამ შემდეგ დღეს ის არ პასუხობს თქვენს ზარებს, ამ დროს გიპყრობთ განგაშის გრძნობა, ბრაზი, იმედგაცრუება. რა არის ეს ემოციურიდამოკიდებულება სხვა ადამიანზე? შეამოწმეთ თქვენი თავი.



ემოციური დამოკიდებულების განვითარება შავ ხვრელში ჩავარდნას გავს. გეჩვენებათ რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვერ ამჩნევთ მომენტს, როცა ყველაფერი იცვლება. თქვენი ცხოვრება ივსება განგაშით, გაღიზიანებით, ავადმყოფური ფანტაზიებით. თქვენი სამყარო მახინჯდება, მის ცენტრში კი თქვენი შეყვარებულია, თუ პარტნიორი მიდრეკილია მანიპულაციისა და ფსიქოლოგიური ვამპირიზმისკენ ასეთი ურთიერთობა შეიძლება კატასტროფად იქცეს.

გრძნობთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ
ემოციური დამოკიდებულება არის მოთხოვნილება იმ ადამიანის, რომელიც გგონიათ რომ შეავსებს ვაკუუმს თქვენს ცხოვრებაში. როცა გრძნობთ რომ მარტო ხართ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, ვიღაც მოდის და დახმარებას გთავაზობთ, ვიღაც, ვისაც შეუძლია მოგისმინოთ, დაგეხმაროთ, ვისაც შეძლებთ სრულიად მიენდოთ. მაგრამ სიყვარული მხოლოდ საჭიროება არ არის. ჯანსაღი, ორმხრივი გრძნობა ყალიბდება მხოლოდ ორ სრულფასოვან ადამიანს შორის.

ადამიანს, რომელიც მიდრეკილია იყოს დამოკიდებული, არ აქვს მკაფიო იდენთიფიკაცია და პირადი საზღვრები: „მე - ვარ მე“. ამის ნაცვლად ფიქრობს: „მე არ ვიცი ვინ ვარ“. მისი პიროვნება არეულია მათ პიროვნებებში, ვისთანაც ურთიერთობს. შედეგად ასეთი ადამიანი ხდება შეპყრობილი თავისი, როგორც მას ეჩვენება უსაზღვრო სიყვარულით. ის ფიქრობს რომ რაც უფრო ახლოს არის, მით ნათელია მისი იდენტობა. როცა მაგრად მიაბამს თავის „მე“-ს სხვის პიროვნებას, დამოკიდებული ადამიანი კარგავს თავისუფლებას და ცალკე არსებობის უნარს.

ითხოვთ მისგან ყველაფერს და ახლავე
გგონიათ, რომ ინტერესის ობიექტი უნდა იტევდეს ყველაფერს, რასაც მისგან მოელით. ეს შეიძლება იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები: გინდათ რომ ესმოდეს თქვენი უსიტყვოდ და პატივს სცემდეს თქვენს სურვილებს, მაგრამ ამასთანავე შეეძლოს მიიღოს თქვენს ნაცვლად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან ასეთი შეხედულება იწვევს იმედგაცრუებას და რეალობის „ჩასწორების“ სურვილს.

ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში არის იდეალიზაციის პერიოდი. მაგრამ როცა ის გადის, სიყვარული რჩება(თუ არის სიყვარული). იმის მიხედვით, როგორ ვითარდება ურთიერთობა, იზრდება დნობა წყვილს შორის, ისინი ახლოვდებიან. იმის ნაცვლად რომ სცადო პარტნიორის გადაკეთება, თუ რამეში ვერ აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს უნდა მიიღო ის, როგორიც არის. ჯანსაღი და დამოკიდებული ურთიერთობები ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, დამოკიდებულ ურთიერთობაში ადამიანებს სჯერათ რომ მთავარ საქმეს გააკეთებს „მაგია“. „ქიმია“. ჯანსაღ ურთიერთობებში გამუდმებით ვმუშაობთ ურთიერთობაზე, ვსწავლობთ და ვეცნობით პარტნიორს. და ასე იზრდება ჩვენი სიყვარული, გადალახავს ყველა დაბრკოლებას.

გინდათ რომ ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ
დამოკიდებული ურთიერთობა სავსეა ეჭვიანობებით. ის ჩნდება როცა ადამიანს არ აქვს საკუთარი თავის რწმენა და ზოგჯერ კლინიკურ პარანოიაში გადადის. ადამიანი შეისწავლის პარტნიორის გვერდს სოციალურ ქსელში, აანალიზებს მის ყველა სიტყვას და შეხედულებას, შეიძლება უთვალთვალოს კიდეც. და ეს მაშინ, როცა შეიძლება მეორე საერთოთ არ თვლიდეს ურთიერთობას სერიოზულად.

ჭეშმარიტი სიახლოვე მოიაზრებს მშვიდ ნდობას. ბუნებრივია, კარგი ურთიერთობაც არ არის თავისუფალი ეჭვისგან. მაგრამ ასეთ დროს ადამიანი ენდობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეიტანოს ეჭვი. მშვიდად იღებს იმ ფაქტს, რომ მისი პარტნიორი ეკონტაქტება უამრავ ადამიანს, რომელთა შორის არიან მიმზიდველი პიროვნებებიც. თუ თქვენ გჭირდებათ საყვარელი ადამიანის კონტროლი, ეს იმის ნიშანია, რომ დამოკიდებული ხართ და გეშინიათ ამ ურთიერთობის დარღვევა.

გეჩვენებათ, რომ თქვენს შორის არის იდუმალი კავშირი
შეიძლება გარშემომყოფები თვლიან, რომ არაფერი საერთო თქვენ არ გაქვთ, რომ თქვენი ურთიერთობა ცარიელი ჩხუბი და წყენაა. მაგრამ თქვენ არ გინდათ ამის დაჯერება: გგონიათ, რომ სწორედ მას ესმის თქვენი ისე როგორც არავის, ეს ჩვენი ქვეცნობიერის წყალობით ხდება. ის გვიბიძგებს შევხვდეთ იმას, ვისშიც ვხედავთ ჩვენი ქვეცნობიერი წარმოსახვის ანარეკლს საკუთარი თავისას. თუ სტრესში ხართ და თავს დაუცველად გრძნობთ, თუ ქვეცნობიერად გრძნობთ რომ დახმარება გჭირდებათ, მიიზიდავთ ადამიანებს, რომლებიც იგივეს გრძნობენ. ვერ იგრძნობთ საფრთხეს რადგან თვითონ სიტუაცია ნაცნობი მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს შეგრძნება მატყუარაა: ასეთი ურთიერთობა მხოლოდ გამოკვებავს თქვენს დაუცველობას და გააძლიერებს ნევროზულ თვისებებს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4720 times