10 თვისება, რომელიც ადამიანს ხდის მიმზიდველს მიუხედავად გარეგნობისა

ალბათ შეგიმჩნევიათ რომ ხშირად ძალიან მომხიბვლელები და მიმზიდველები არიან ადამიანები, რომელსაც ერთი შეხედვით განსაკუთრებული გარეგნობა არ აქვთ, საქმე იმაშია რომ ადამიანის მიმზიდველობა ხშირად არ არის დამოკიდებული მის გარეგნობაზე, საუბარია ერთგვარ მომხიბვლელობის მაგიაზე.

გთავაზობთ სწორედ ასეთ „მაგიურ“ ათ თვისებას, რომელიც გაუცნობიერებლად იზიდავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს:



მგრძნობიარობა

ბევრს გონია რომ თუ საზოგადოების სტანდარტებზე მორგებული გარეგნობა გაქვს სექსუალური ხარ, მაგრამ ეს მცდარი აზრია, ეს თვისება საერთოთ არ არის დამოკიდებული გარეგნობაზე, ის ვლინდება საკუთარი თავის ფლობაში, ქარიზმაში და საკუთარი თავის რწმენაში.

მიზანმიმართულობა

ადამიანი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რაც უნდა, რომელიც თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ყველაფერი ამ სამყაროში შესაძლებელია, შეუძლებელია არ იზიდავდეს ადამიანებს.

კარგი იუმორის გრძნობა
ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თავისებურებაა ადამიანში. კარგი იუმორის გრძნობა არის საინტერესო პიროვნების მაჩვენებელი და წარმატების გარანტი ნებისმიერ კამპანიაში.

პლასტიკა
რაც არ უნდა სრულყოფილი იყოთ გარეგნულად, თუ არ იცით როგორ გეჭიროთ თქვენი სხეული, ეს გააფუჭებს ყველაფერს. თუ თქვენ გრაციოზულად მოძრაობთ არ აქვს მნიშვნელობა ცეკვაში თუ უბრალოდ არაჩვეულებრივად მიმზიდველი სიარულის მანერა გაქვთ ან საოცარი ჟესტების ენა - ეს ნამდვილად გაალამაზებს თქვენს გარეგნობას.

საკუთარი თავის რწმენა
როცა ხმას დამაჯერებლობა აკლია, მხრებში მოხრილია ადამიანი, არ აქვს საკუთარი აზრი ეს ყველაფერი ადამიანს სრულიად არამიმზიდველს ხდის.

გადაწყვეტილების მიღების უნარი
ეჭვები, მერყეობა არ იზიდავს ადამიანებს და არ ეხმარება ჯანსაღ ურთიერთობებს. ადამიანს უნდა შეეძლოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ყველაფერში: დაწყებული იმით როგორი ნაყინი იყიდოს და დამთავრებული იმით რომელ ქვეყანაში იცხოვროს.

ინტელექტი
ინტელექტი უნივერსიტეტში ზუბრიაჩკობას არ მოიაზრებს, ეს არის უნარი ცხოვრებაში ბრძნულად და საღად აზროვნების. უნარი გაუგო ნებისმიერ ადამიანს, ეს იზიდავს  და ხიბლავს ადამიანებს.

დეტალები
ერთი პატარა დეტალი თქვენს გარეგნობაში, შეიძლება იმდენად იქცევდეს ყურადღებას, რომ სამუდამოდ დარჩებით საჭირო ადამიანის მეხსიერებაში.

საინტერესო თანამოსაუბრე

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს შეეძლოს არა მხოლოდ საკუთარი აზრების გაზიარება არამედ იცოდეს მოსმენაც. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე საუბარი, უნდა აწარმოოთ თანასწორი დიალოგი ადამიანთან.

პირადი დამახასიათებელი ნიშანი
ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური მახასიათებელი, უბრალოდ ზოგი მას არ ამჟღავნებს, ზოგს კი სულაც ნაკლი გონია. სწორედ ის გვაქცევს იმ ადამიანად ვინც ვართ, იყავით ერთადერთი და განუმეორებელი!

რადგან რაღაც დროის მერე ცარიელი გარეგნობა აღარ გვხიბლავს, ხოლო თქვენი პიროვნების აუხსნელი მიმზიდველობის მაგია რჩება სამუდამოდ...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 11428 times