Displaying items by tag: ბავშვის ფსიქოლოგია

ბავშვებს სხვადასხვა ასაკში ეცვლებათ თვითშეფასება. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ოჯახურ ატმოსფეროზე, გარემოცვაზე, ბავშვის ხასიათზე. როგორ განუვითაროთ ბავშვს დადებითი, ობიექტური და ჯანსაღი თვითშეფასება? ქვემოთ ჩამოთვლილი წესები დაგეხმარებათ ამაში:

გიყვარდეთ ბავშვი

არ არსებობს მშობელი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში სწორად იქცევა. თუმცა მუდამ უნდა ეცადოთ მოექცეთ ბავშვს პატივისცემით და გაგებით. მხოლოდ ბავშვთან გულღია ურთიერთობა აგრძნობინებს მას, რომ მასში კარგ და საინტერესო ადამიანს ხედავთ, რომელთანაც მეგობრობა გსურთ. არასოდეს არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს.

განუვითარეთ კომპეტენტობის გრძნობა


ბავშვს ექნება მაღალი თვითშეფასება თუ წარმატებული იქნება ბევრ საქმეში. ამიტომაც ეცადეთ დაეხმაროთ რომ ბევრი რამის კეთება შეეძლოს საკუთარი ხელით, რომ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება თავის შესაძლებლობებზე დაყრდნობით და რომ შეძლოს იამაყოს საკუთარი მიღწევებით.

მეტად შეაქეთ ნაკლებად დასაჯეთ

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა შეაქონ ბავშვი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ის სხვა ადამიანებმაც შეაქონ. ამიტომ მშობლებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, სადაც ბავშვი შეძლებს გამოავლინოს მთელი თავისი შესაძლებლობები და ცოდნა, რომ დაიმსახუროს გარშემომყოფთა კეთილგანწყობა. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს მის თვითშეფასებას.

მიეცით დამოუკიდებლობის საშუალება

არასოდეს არ გააკეთოთ მის ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც თვითონაც შეუძლია. მიეცით მას ისეთი დავალება, რომელთან გამკლავებაც შეუძლია, რომელზეც ის იქნება პასუხისმგებელი, ეს შეიძლება იყოს თავისთვის საჭმლის აღება, ნაგვის გადაგდება, ან შინაური ცხოველის გამოკვება. დაე დაუგროვდეს გამოცდილება, ეს გაუმყარებს თავისი თავის რწმენას.

ნუ მოითხოვთ ბავშვისგან შეუძლებელს

დაიცავით ზომიერება. ერთის მხრივ აუცილებელია გამოცდილება, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია რომ ზედმეტმა დატვირთვამ არ გამოიწვიოს წარუმატებლობა, რომ ბავშვმა არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა.

გაამყარეთ ბავშვში შეხედულება რომ ის კარგი ადამიანია

ყველა მშობელს უნდა მისი შვილი ბედნიერი იყოს, რომ კარგათ შეეძლოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ასეც იქნება, თუ ასწავლით კეთილი საქმეების კეთებას, ისე რომ ამისგან მიიღოს სიამოვნება. ნუ ეცდებით გამიჯნოთ ბავშვი ოჯახური პრობლემებისგან.

ბავშვმა გამუდმებით უნდა მიიღოს იმის მტკიცებულება, რომ მას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ არის დამოუკიდებელი, კომპეტენტური და კეთილი.

ნაკლებად გააკრიტიკეთ


მშობლებს შვილისთვის კარგი უნდათ, თუმცა ზოგჯერ მაინც ამახვილებენ  ყურადღებას მის წარუმატებლობებზე, და აკრავენ სხვადასხვა იარლიყებს, რაც სინამდვილეში უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე.

ზაფხული შესანიშნავი დროა როცა ბავშვებს შეუძლიათ გვიანობამდე გარეთ სეირნობა და თამაში, თუმცა ის სწრაფად გადის და სექტემბრისთვის უკვე უჩნდება მშობელს კითხვა: “როგორ მოვამზადო ბავშვი სკოლისთვის და შევუდგინო დღის სწორი რეჟიმი“

ნაბიჯ-ნაბიჯ ვუღვივებთ ჩვენს შვილებს არასრულფასოვნების კომპლექსს.
თანამიმდევრულად და ნელ-ნელა,  ამისი შედეგები გამოვლინდება სწავლაში, მეგობრობაში, სიყვარულში.

ადამიანის, რომელიც გაიზარდა მარადიულ შედარებასა და შეფასებებში სხვების მხრიდან, საკუთარი პოზიცია არასოდეს იქნება, არ მისცემს თავს უფლებას იფიქროს:  „მე ვცხოვრობ აქ და ახლა“, „მე კარგად ვარ“, „მე ამას ასე ვგრძნობ“, არამედ იფიქრებს  - „მე უარესი(უკეთესი) ვარ“, „მე ეხლა სხვანაირად შემომხედეს“, „იდიოტურად გამოვიყურები“, „როგორც იქნა დედამ ყოჩაღი მიწოდა“, „მე ეს უნდა მინდოდეს...“ და ა.შ

თამაში არის ბავშვის ბიოლოგიური მოთხოვნილება. თამაშს ბავშვისთვის მოაქვს სიხარული, სიამოვნება, ბედნიერების შეგრძნება. ასეთი ემოციური განწყობა მნიშვნელოვანია ფსიქიური და ფიზიოლოგიური განვითარებისთვის. ამას გარდა თამაში არის თვითდახმარების საშუალება. თამაშში ბავშვები განიცდიან სირთულეებს, უფრო მარტივად ესმით ამ შემთხვევაში ის, რაც გაუგებარია მათთვის. მაგალითად სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თავის გამოვლენა და საკუთარი კომპეტენტობის შეგრძნება. თუ ჩვენ ვგრძნობთ თავს საკმაოდ შემდგარ, აქტიურ და სოციალურ ურთიერთობებში ჩართულად ბავშვებს ეს არ აქვთ, მათ ჭირდებათ სპეციალური აქტივობა , განსაკუთრებული რეალობა, რომლის შექმნა თავად შეუძლია თავის გარშემო. თამაში არის სამყაროს ათვისების საშუალება , ის ასახავს დიდების რეალობას, იმეორებს მაგრამ არ აკოპირებს მას. თამაშში იქმნება თავისებური ხელოვნური სამყაროს მოდელი, გადამუშავებული ბავშვის მოთხოვნების და შესაძლებლობების შესაბამისად.

სიმორცხვე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და რთულ პრობლემად ურთიერთობებში. ცნობილია რომ მორცხვობა ქმნის უამრავ სირთულეს ადამიანებს შორის. მაგ, ახალი ადამიანების გაცნობის პრობლემას, უარყოფით ემოციურ მდგომარეობას ურთიერთობის დროს, საკუთარი აზრის გამოხატვის სირთულეს, საკუთარი თავის წარდგენის არ ცოდნას, შებოჭილობას სხვა ადამიანების საზოგადოებაში.

ადამიანის ტვინი მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განვითარების შემდგომ შევძელით „ჩაგვეხედა“ და დავკვირვებოდით ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს მუშაობას. ექიმი და ნეიროფიზიოლოგი ტარა სუარტი მუშაობდა ტვინზე ნეგატიურ ზემოქმედების გამომწვევ ფაქტორებზე, ის ამტკიცებს, რომ ბავშვის ტვინი საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ერთიდან ორ წლამდე და მოზარდობის პერიოდში.

ერთიდან ორ წლამდე ადამიანი სწავლობს სიარულს და ლაპარაკს
რითია განსაკუთრებული სიცოცხლის მეორე წელი? პატარა ბავშვის ტვინი ასრულებს ფანტასტიური მოცულობის სამუშაოს, ითვისებს გიგანტური რაოდენობის ინფორმაციას და ამიტომ სიცოცხლის მეორე წელი ითვლება განსაკუთრებით რთულად. საუბრის გაგება შემდეგ კი მცდელობა ლაპარაკის დაწყების კომპლექსური ამოცანაა, რომლის გადალახვაც უწევს ტვინს. დიდ ადამიანებშიც კი, რომლებიც სწავლობენ უცხო ენას ხშირად აღინიშნება ემოციური გადატვირთვა და გადაღლილობის გრძნობა. ბავშვს კი სიცოცხლის მეორე წელს უწევს ერთდროულად გაუმკლავდეს კიდევ ერთ ურთულეს საქმიანობას, ისწავლოს სიარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტვინში ხდება ნეირონული კავშირების ინტენსიური ფორმირების პროცესი, რომელიც პასუხისმგებელია ახალ საქმიანობაზე.

შედეგად ნებისმიერმა ნეგატიურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების სერიოზული დარღვევები.  ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან  ემოციური ტრავმა (უხეში მოქცევა, ძალადობა, მშობლებთან განშორება).

რუმინეთში 1980-90-იან წლებში ჩაუშესკუს რეჟიმის დაცემის შემდგომ ქვეყანამ გადაიტანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ბევრმა მშობელმა უარი თქვა საკუთარ შვილზე რადგან ვერ ხედავდნენ მათი გამოკვების შესაძლებლობას , ასე რომ რუმინეთის ბავშვთა სახლებში აღმოჩნდა დაახლოებით 100 000 ბავშვი, ისინი შედარებით უკეთეს მატრეიალურ პირობებში იმყოფებოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გადატანილმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ , რაც მოიცავდა მშობლებთან განშორებას და არასაკმარის ზრუნვასა და სიყვარულს, იქონია სერიოზული გავლენა მათ შემდგომ ცხოვრებაზე.
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს როცა გაიზრდებიან უჭირთ ერთი სამუშაო ადგილის შენარჩუნება, უჭირთ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარება, კიდევ უფრო მეტად უჭირთ პირადი ურთიერთობების აწყობა.

მოზარდები
რისკის მეორე პერიოდი არის მოზარდობის პერიოდი. ამ დროს ხდება მოზარდის ტვინში ინტენსიური პროცესები, პირველ რიგში ტვინი ატარებს ნეირონული კავშირების  „შემოწმებას“, შლის ზედმეტებს, ისეთ ჯაჭვებს, რომლებიც არ გამოიყენებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა ადგილი გაუთავისუფლოს ახალ  ინფორმაციას.

მოზარდობის ასაკში მკვეთრად იზრდება დატვირთვა შუბლის წილებსა და თავის ტვინის პრეფრონტალურ ტერიტორიებზე, რომლებიც პასუხს აგებს ფიქრების აქტივობაზე, რთული მენტალური კონცეფციების გაგების შესაძლებლობაზე, მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაზე. მოზარდები პირველად ინტერესდებიან პოლიტიკით, სხვა სოციალური პროცესებით, აუმჯობესებენ თავის კომუნიკაციის უნარს. სწორედ ამიტომ ხშირად ამბობენ რომ ძილი არ ყოფნით, მათ ობიექტურად მეტი დრო სჭირდებათ ძილისთვის, რათა ტვინმა ბოლომდე შეძლოს აღდგენა. ნებისმიერმა ტრავმულმა ზემოქმედებამ ამ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარების პრობლემები.