Displaying items by tag: ჟელივიტი

ბავშვს განსაზღვრული ჩარჩოები და საზღვრები სჭირდება, მაგრამ გამუდმებული აკრძალვები ხელს უწყობს კომპლექსების ჩამოყალიბებას, ჩნდება შიშები და დანაშაულის გრძნობა, აკრძალვები უნდა იყოს სწორი.

რისი აკრძალვა არ შეიძლება ბავშვისთვის კატეგორიულად?

ნებისმიერ ბავშვს ტკივა როცა ეცემა, ბავშვობა კი წაქცევის და ნატკენი ადგილების გარეშე არ არსებობს, ბავშვი დახტის, დარბის ეცემა და ზიანდება. მას სტკივა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი გამოძახილი აქვს ამას გარშემომყოფებში. ერთია თუ აგაყენებენ და დაგამშვიდებენ, დაინახავენ რომ გტკივა, თითქოს აღიარებენ რომ გტკივა, სულ სხვა საქმეა თუ ბავშვს ეუბნებიან: შენი ბრალია, ან ის მიიღე რეც დაიმსახურე, ხომ გითხარი თვალები გაახილე და ყურადღებით იყავიო.

„შეხედე შენს დას, რატომ არ შეგიძლია შენც ასე მოქცევა?“ „აი მამა მოვა და...“, ყველამ იცის რომ ამის თქმა ბავშვისთვის არ ღირს, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ზოგმა ერთი შეხედვით უცოდველმა ფრაზამ, რომელსაც გამუდმებით ვიყენებთ შეიძლება დამანგრევლად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკაზე და ჩვენს ურთიერთობაზე.

სკოლის წლებს ზოგი სიამოვნებით იხსენებს ზოგს კი სულ არ უნდა გახსენება...

ძუძუთი კვება ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია, სიცოცხლის პირველი დღეებიდან ბავშვი ეჩვევა დედის სითბოს, ალერსს და ძუძუთი კვებას. მაგრამ  დგება მომენტი, როცა ბავშვი მზად არის ძუძუთი კვების დასასრულებლად, თქვენ კი ისევ გამოგიმუშავდებათ რძე, ჩნდება კითხვა, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას მარტივად?

ვიტამინები არის სიცოცხლე. მათ გარეშე ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფუნქციონირება, ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვულ სისტემას, სისხლის მიმოქცევის სისტემას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, რეპროდუქციულ სისტემას, თავის ტვინს და ძვლოვან სისტემას. ვიტამინების ყოველდღიური, რეგულარული მიღება გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.


ვიტამინების მნიშვნელობამ იმატა ცივილიზაციის ზრდასთან, ეკოლოგიური გარემოს გაუარესებასთან  და ფსიქოლოგიურ დაძაბულობასთან ერთად. ამას თან ერთვის პროდუქტებში ვიტამინების შემცველობის დაქვეითება. ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინების მიღებას მაშინ, როცა ეს განსაკუთრებით სჭირდება.