Displaying items by tag: ურთიერთობა

ატარებთ საყვარელ ადამიანთან მთელ დღეს და თავს მეცხრე ცაზე გრძნობთ, მაგრამ შემდეგ დღეს ის არ პასუხობს თქვენს ზარებს, ამ დროს გიპყრობთ განგაშის გრძნობა, ბრაზი, იმედგაცრუება. რა არის ეს ემოციურიდამოკიდებულება სხვა ადამიანზე? შეამოწმეთ თქვენი თავი.

რომელი ადამიანი არ შემცდარა ერთხელ მაინც პარტნიორის არჩევაში? გთავაზობთ მამაკაცის 7 ტიპაჟს, რომლებთანაც არ ღირს დროის დაკარგვა.

მეცნიერებმა დაადგინეს როგორი პარტნიორი ჭირდებათ მდიდარ და ღარიბ მამაკაცებს, ჩვენ მიჩვეული ვართ რომ მდიდარი სპორტსმენები და ბიზნესმენები ჩნდებიან ხალხში მოდელური გარეგნობის ქალებთან ერთად, ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს: სიმდიდრე მამაკაცს მეტად მომთხოვნს ხდის ქალის გარეგნობის მიმართ.

ჩვენ ვფიქრობთ რომ გიყვარდეს ნიშნავს გრძნობდე. რომ დატკბები მასთან ახლოს ყოფნით, მაგრამ სიყვარული ნიშნავს მოქმედებას, რამის გაკეთებას საყვარელი ადამიანისთვის. სიყვარული მოქმედებაა. როცა ვტკბებით ჩახუტებით და კოცნით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს ამ ადამიანისთვის ეს სიყვარული არ არის, ეს შეყვარებულობაა.

ბედნიერი ურთიერთობებისთვის საჭიროა იმუშაოთ მასზე ორივემ ყოველ დღე, ბედნიერება მძიმე შრომის ფასად მოდის და ნარჩუნდება, მაგრამ ეს შრომა ყველაზე ღირსეული და მაღალანაზღაურებადია.

ყველა ქალი ნამდვილ მამაკაცზე ოცნებობს, მაგრამ ამავდროულად არ აძლევს მამაკაცს თავის გამოვლენის საშუალებას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ როცა ქალი ცდილობს გახდეს მამაკაცის თანასწორი შეიძლება სრულიად ჩაუკლას მამაკაცს ყველა მისი სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ამიტომ ქალებო, მოერიდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებს, თუ არ გინდათ რომ თქვენი მამაკაცი სხვასთან გაიქცეს ან გადაიქცეს ისეთ არსებად რომელიც მხოლოდ სიბრალულს გამოიწვევს თქვენში.

ჩვენ გვჭირდება ახლო ურთიერთობები და ამავდროულად მთელი ძალებით გავურბივართ მათ. რა იწვევს ჩვენს შიშს?
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის წინ მოხდა ეს, იმის დავიწყება რა მტკივნეულია როცა სიყვარული მიდის შეუძლებელია. შედეგად ბევრი გაურბის სერიოზულ ურთიერთობებს, რომ თავი დაიცვან. რა იწვევს ამ შიშს? რა გვიშლის ხელს ვიპოვოთ სიყვარული და ავაშენოთ ურთიერთობა? მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

არსებობს ასეთი მითი რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ ერთი ნახვით და ეს სიყვარული გრძელდება სამუდამოდ, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ძალისხმევის გარეშე არ შენდება სახლი, შუძლებელია ძალისხმევის გარეშე პროფესიონალად ჩამოყალიბება, გამოჯანმრთელება, ასეა მარადიული სიყვარულიც მას მუდმივი გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.

ჩვენ ყოველთვის ვიზიდავთ იმ ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში, რომლის მსგავსიც ვართ ჩვენ თავად. თუ არ მოგწონთ თქვენი გარემოცვა, ჩაიხედეთ თქვენს სულში. თუ თვლით, რომ ადამიანებში გიმართლებთ, ეს იმიტომ ხდება რომ თქვენც სწორედ მათნაირი ხართ, ამიტომ თუ გსურთ თქვენს გვერდით იყოს ღირსეული ადამიანი, იყავით პირველ რიგში ასეთი თქვენ თვითონ.

როგორ უნდა მიხვდეთ თუ მამაკაცი თქვენს მიტოვებას აპირებს?
თქვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა, ზოგჯერ გეჩვენებათ რომ თქვენს წინაშე ახლობლი ადამიანის ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანია. ეს შეიძლება იმის ნიშანია რომ მალე ის გაქრება თქვენი ცხოვრებიდან და შეიძლება უსიტყვოდაც, თუ არ იცის როგორ გელაპარაკოთ იმაზე, რაც არ მოსწონს. თუ გსურთ მოიგოთ დრო და მოაგვაროთ ურთიერთობა , ყურადღება გაამახვილეთ იმ ნიშნებზე, რომელსაც ის გაწვდით თავისი ქცევებით.