ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება)

ქოლეცისტიტი წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის ათებას.    ქოლეცისტიტს ახასიათებს ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში(კვადრანტში).

 ქოლეცისტიტის განვითარების რისკ ფაქტორებია:

  • სქესი - ქალებში ხშირად ვითარდება
  • ასაკი - ასაკის ზრდასთან ერთად მისი განვითარების რისკი უფრო მაღალია
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • სიმსუქნე და ჭარბი წონა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ძალიან დაბალ კალორიული დიეტა (800 კალორიაზე ნაკლების მიღება დღის განმავლობაში)

ქოლეცისტიტის დიაგნოზი უმეტესად სიმპტომებზე დაფუძნებით ისმევა: მარჯვენა ზედა აბდომინალური ტკივილი,  გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგჯერ ცხელებაც.

გაურთულებელი ქოლეცისტიტების უმეტესობა გამოჯანმრთელებით სრულდება. დაახლეობით  25 % ში კი ვითარდება გართულებები და შესაძლოა გახდეს ქირურგიული მკურნალობა საჭირო.

ქოლეცისტიტს შეიძლება ჰქონდეს ერთჯერადი, ეპიზოდური ფორმა ან იყოს რეკურენტული/ქრონიკული.

 

სიმპტომები:

ტკივილი, (ეპიგასტრიუმის მიდამოში, მარჯვენა ზედა კვადრანტში) ტკივილი როგორც წესი ეპიზოდურია.  გულის რევა  და ღებინება. გულის რევის გრძნობა უფრო მრავალ შემთხვევაშია წარმოდგენილი ვიდრე ღებინება.

ფიზიკური გასინჯვით ქოლეცისტიტი ს დროს შეხება თითქმის ყოველთვის ძლიერი დისკომფორტის მომგვრელია/ან მტკივნეული (ანთების მაგმო)  

ტკივილი ვითარდება ღრმა ჩასუნთქვისას. გამოიყენება იდენტიფიცირებისთვის მერფის მანევრი.   მარჯვენა ნეკნები ქვედა კიდესთან  (ეპიგასტრიუმის ნაწილში)  პაციენტს აჭერენ ხელს და ამ დროს მან უნდა ჩაისუნთქოს ღრმად. თუ პაციენტმა ჩასუნთქვა ტკივილის გამო შეწყვიტა, მერფის ნიშანი მიიჩნევა დადებითად. ამით შესაძლებელია ქოლეცისტიტის დიფერენცირება ქოლედოქოლითიაზისგან,  პიელონეფრიტისგან, აღმავალი ქოლანგიტისგან.

მიზეზები -  ქოლეცისტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ქოლელითიაზი (კენჭები ნაღვლის ბუშტში) შეიძლება სხვა მიზეზებიც  მაგ. მოცულობითი წარმონაქმნის, ნაღვლის სადინრების ბლოკადა.

სისხლის ანალიზებით  ანთების მარკერების მომატება აღინიშნება  (ც რეაქტიული ცილა).  ბილირუბინის დონის განსაზღვრაც ხდება რათა შეფასდეს  ნაღვლის სადინრის ბლოკადა.  სისხლის საერთოში  ანალიზში იზრდება ლეიკოციტების დონე ( 12 000 -15 000 )   ბილირუბინიც საშუალოდ მომატებულია  1-4 მგ/დლ, თუ ბილირუბინი მკვეთრად მომატებულია აუცილებლად  ქოლედოქოლითიაზზე და ბლოკადაზე  ეჭვი იქნეს  მიტანილი.

ულტრასონოგრაფიით ვლინდება  კენჭები (არსებობის შემთხვევაში) სითხე ნაღვლის ბუშტის გარშემო, ნაღვლის ბუშტის კედლის გასქელება. სადინრების დილატაცია.

მართვა -  როგორც წესი ნაღვლის ბუშტის საბოლოო მკურნალობას მისი ქირურგიული გზით ამოღება წარმოადგენს.  დღეისთვსი ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ტარდება აქტიურად.

კონსერვატიულ მკურნალობას წარმოადგენს სითხეების მიღება (აღდგენა)  ანტიბიოტიკები, ძირითადად ეშერიხია კოლის წინააღმდეგ. ანტიბიოტიკების მიღებისას აუცილებელია იყოს ფართო სპექტრის მაგ  პიპერაცილ -ტაზობაქტამი (ზოსინი), ამოქსაცილისნ -სულბაქტამი,   ცეფტრიაქსონი და ა.შ.  ასევე გამოიყენება მეტრონიდაზოლი. პენიცილინ ალერგიული პაციენტებში კი  ინიშნება აზტრეონამი, კლინდამიცინი.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 58229 times