რისი დეფიციტი აქვს ორგანიზმს?

 

როგორ გამოვიცნოთ თმების, ფრჩხილების და კანის მიხედვით.

ვიტამინების ნაკლებობა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, ამის შესახებ ადამიანებმაც იციან, თუმცა კონკრეტულად რა გამოვლინებები აქვს  ვიტამინების (მინერალების ან სხვა საკვები ორგანული ნაერთების) ნაკლებობას სხეულზე?  მოცემულ პოსტში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

თმები და ფრჩხილები

  • კორპსაძრობისებრი (სპირალისებურად თმების დახვევა) თმები -  მიუთითებს C ვიტამინის ნაკლებობაზე.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ტიპის თმები ხშირად იზრდება კანში.
  • თმის ადვილად ცვენა   -  ხშირად ცილების ნაკლებობის ბრალია.
  • თმების განივი დეპიგმენტაცია - ცილების ნაკლებობა.
  • თხელი/მეჩხერი თმები -  ცილების ნაკლებობა, ბიოტინი, თუთიის  ნაკლებობა, ან A  ვიტამინის სიჭარბე.
  • ტალღები ფრჩხილებზე განივად - ცილების ნაკლებობა. (სიგრძივი ტალღები ფრჩხილებზე, როგორც წესი არ მიუთითებს რაიმეს ნაკლებობაზე, ის ასაკთან ერთად ვითარდება)
  • თეთრი ლაქები ფრჩხილებზე - ლეიკონიქია - თუთიის დეფიციტი.

კანი

  • ცელოფნისებრი შესახედაობის კანი - ცილების დეფიციტი
  • ნაპრალები კანზე - ცილების დეფიციტი
  • ფოლიკულური ჰიპერკერატოზი - A, C ვიტამინების დეფიციტი
  • პეტექიები - C ვიტამინის დეფიციტი
  • პურპურა (მოზრდილი ზომის პეტექიები) - C, K ვიტამინების დეფიციტი
  • კანის ადვილად აქერცვლა მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ - ნიაცინის დეფიციტი
  • ჭრილობების ძნელად შეხორცება - ცილების, თუთიის, C ვიტამინის დეფიციტი
  • კანის აქერცვლა - ვიტამინი A, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების, ბიოტინის დეფიციტი
  • კანის აქერცვლა ჰიპერპიგმენტაციით - თუთიის დეფიციტი.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4315 times