ამინდის ცვლილება მართლა იწვევს სახსრების ტკივილს?

“როგორც კი ამინდი უნდა შეიცვალოს სახსრები მტკივდება“;  „სახსრები ამტკივდა - ამინდი შეიცვლება“.  ალბათ თქვენს გარშემო ერთი ადამიანი მაინც არსებობს ვისგანაც ეს სიტყვები მოგისმენიათ.   იმ ადამიანებს ვისაც ართრიტი (სახსრების ანთება) აწუხებთ. მართლაც შეუძლიათ ამინდის წინასწარმეტყველება და უმრავლეს შემთხვევაში სწორად.   რატომ ხდება ასე? რა არის ამისი მიზეზი?

ზუსტი მეცნიერული მექანიზმი, რომელიც შეძლებს ამ ფენომენის ახსნას უცნობია, თუმცა არსებობს სავარაუდო შესაძლებლობები.  ადამიანების ნაწილი ამტკიცებს, რომ ქარი რომ უნდა ამოვარდეს მაშინ სტკივდებათ, ზოგიც ამბობს რომ  წვიმის  ან თოვლის წინ. მოკლედ  დამოკიდებულება ამ ფენომენთან ინდივიდუალურია.

 

მეცნიერული თეორია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას სიმართლესთან  ასე გამოიყურება. როდესაც ამინდი უნდა შეიცვალოს, ჯერ იცვლება ატმოსფერული წნევა.  როცა კარგი ამინდია უფრო მაღალი წნევაა, როცა წვიმიანი და ტენიანი ამინდები უნდა დადგეს წნევა მცირდება. ამ წნევის ცვლილებას გრძნობს ორგანიზმი. კონკრეტულად სახსრის ქსოვილები. ქსოვილებს წნევა გარედან რომ აწვება მათი კომპრესია ხდება, ხოლო როცა ნაკლები წნევაა ქსოვილები იშლება (მიკროსკოპულ დონეზე ხდება ეს ყველაფერი თვალით ვერ დააკვირდებით) ტკივილი ძლიერდება, ანუ  სახსრების ქსოვილები და მათი ნერვული კავშირები ამ ცვლილებებს აღიქვავს და მტკივნეულად რეაგირებს მათზე.

ადამიანები  ამინდის გამო ზოგჯერ ამბობენ, რომ იქნებ ისეთ ადგილას წავიდეთ სადაც სულ სითბო და კარგი ამინდები იქნებაო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწაზე არ არსებობს სამოთხე და სადაც წახვალთ თქვენი ართრიტიც თქვენთან ერთად იმოგზაურებს. ამიტომ კარგი აზრია შეეგუოთ იმ პირობებს სადაც ხართ. ართრიტის საწინააღმდეგოდ კი სასურველია შესაბამისი მკურნალობა გამოიყენოთ (მაგალითად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები).   ასევე შეგიძლიათ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ საკუთარ ორგანიზმს იმ მხრივ, რომ თბილად ჩაიცვათ, სახლი გაათბოთ. მანქანაც და ასეთ შემთხვევაში ართრიტი ნაკლებად შეგაწუხებთ.  

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3430 times