თირკმლის კენჭების სამკურნალო წვენი

ნეფროლითაზი - ასე მოიხსენიებენ სამედიცინო ლიტერატურაში  თირკმელში არსებულ კენჭებს (ქვებს) . ქვები სხვადასხვა სახეობის შეიძლება იყოს, გააჩნია რისგან არის წარმოქმნილი.  თუმცა თვითონ პრობლემა საკმაოდ დიდია და  10 დან ერთ ადამიანს უვითარდება თირკმლის ქვები.

 თირკმელში არსებულმა წარმონაქმნებმა შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები სანამ ისინი არ დაიძვრება , ხოლო როცა დაიძვრება ძალიან მტკივნეული და აუტანელი მდგომარეობაა. იშიათად რომ სხვა  მდგომარეობას ასეთ ძლიერი ტკივილი  ახასიათებდეს, ადამიანი ადგილს ვერ პოულობს შვებას ვერ პოულობს ვერც ერთ პოზაში და ტანჯავს ტკივილი.

 

ყველაზე მარტივი  პრევენცია თირკმლის ქვების წინააღმდეგ არის წყლის სათანადო ოდენობით მიღება დღეში 2 ლიტრი ან მეტი. ეს აგაცილებთ თირკმელში წარმონაქმნების განვითარებას, თუმცა თუ უკვე განვითარდა მაშინ ასევე შეგიძლიათ სახლის პირობებში დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს.  ეს რეცეპტი არ არის სამედიცინო მკურნალობის ალტერნატივა, ამიტომ სამედიცინო მკურნალობაზე არ თქვათ უარი, მაგრამ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს.  ამისთვის დაგჭირდებათ:

  • ლიმონი
  • ფორთოხალი
  • ვაშლი
  • საზამთრო
  • წყალი და ყინულის კუბები

ეს კომპონენტები აურიეთ ერთანეთს დააბლენდერეთ, სანამ გლუვი მასა არ მიიღება. გაურიეთ წყალში და დღის განმავლობაში 1-2 ჯერ მიიღეთ (რაოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ  2 ჭიქა გამოვიდეს თუ დღეში ორჯერ მიიღებთ. იგულისხმება  200 მლ იანი ჭიქა).  რატომ არის ეს ნაზავი სასარგებლო თირკმლებისთვის? ლიმონი, ფორთოხალი და ვაშლი შეიცავენ ციტრის მჟავას რაც თირკმელში ქვებს შლის, ხოლო   წყალი და ყინული ჰიდრატაციას უწყობს ხელს, საზამთრო კი შარდმდენია, ანუ წმენდს ორგანიზმს. ამიტომ  ამ ნაზავს ნამდვილად კარგი შემადგენლობა აქვს და სამედიცინო კუთხითაც აბსოლიტურად მისაღებია მისი გამოყენება. ვინაიდან ამ კოპონენტების მოქმედების შესახებ სამედიცინო მტკიცებულებები არსებობს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3429 times