სისხლში შაქრის შემცირების მიზეზები და მკურნალბა

ჰიპოგლიკემია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა სისხლში შაქრის/გლუკოზის დონე ნორმაზე ქვევით ეცემა.  ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება იყოს სხვადასხვა როგორც  შედარებით გახანგრძლივებული მაგ.   შფოთვა, მოუსვენრობა ღამე, კანკალი, ძლიერი შიმშილი, ასევე ხანმოკლე და დადგეს მალე მაგ. გონების დაკარგვა.

ჰიპოგლიკემიის ყველაზე ხშირ მიზეზს დიაბეტის სამკურნალო წამლები წარმოადგენს მაგ. ინსულინი, სულფონილურები და ბიგუანიდები.  ჰიპოგლიკემიის რისკის ქვეშ დგანან ის დიაბეტიანი ადამიანები, ვინც უფრო ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ჩვეულებრივ, ვინც მეტს ვარჯიშობენ ვიდრე სხვა დროს ვარჯიშობენ ხოლმე,   ასევე როცა იღებენ ალკოჰოლს.   ჰიპოგლიკემიის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:  ღვიძლის დაავადებები, ჰიპოთიროიდიზმი, შიმშილი, სიმსივნეები, ძლიერი ინფექცია რეაქტიული ჰიპოგლიკემია და ალკოჰოლი.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპოგლიკემია შეიძლება აღინიშნებოდეს აბსოლიტურად ჯანმრთელ ბავშვებში, თუ რამდენიმე საათია არაფერი უჭამიათ. 

ჩვეულებრივ მდგომარეობის დროს  ჯანმრთელ ადამიანებში ჰიპოგლიკემიის დიაგნოზი ისმევა თუ გლუკოზა 70 ზე ნაკლებია. ახალშობილებისთვის ეს ზღვარი  40 მგ /დლ არის.

ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და ნიშნები:

  • შფოთვა, კანკალი
  • პალპიტაცია(საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ტაქიკარდია
  • ოფლიანობა
  • სიფერმკრთალე
  • გუგების გაფართოება (მიდრიაზი)
  • შიმშილი
  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • აპათია
  • ლეთარგია
  • გარინდებულობა
  • მეხსიერების დაკარგვა, დაბნეულობა
  • მხედველობის გაუარესება
  • ავტომატიზმი (თვითკონტროლის გარეშე ლაპარაკი ან ქცევები)

ჰიპოგლიკემიის ყველაზე ხშირი მიზეზი როგორც ავღნიშნეთ დიაბეტის საწინააღმდეგო  წამლებია. სხვა მიზეზებია: მძიმე დაავადებები, შიმშილი, რეაქტიული ჰიპოგლიკემია, ალკოჰოლი, ჰორმონების დეფიციტი მაგ. ადისონის დაავადება.

მკურნალობას წარმოადგენს  - შაქრის მიცემა იმ ადამიანისთვის ვისაც ჰიპოგლიკემია აქვს. გარდა იმისა, როცა სახეზეა რეაქტიული ჰიპოგლიკემია. რაც ნიშნავს იმას, რომ შაქრის მიღებიდა 4 საათის განმავლობაში ადამიანს ისევ ჰიპოგლიკემია უვითარდება.  ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია სამ საათში ერთხელ კვება მცირე ულუფებით.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 10739 times