ნაკლები ნაოჭები სახეზე თქვენი გულის ჯანმრთელობაზე მიუთითებს. კიდევ სხვა ფაქტები როგორ განგვსაზღვრავს გარეგნობა ჩვენ.

 

გამოთქმა „წიგნი ყდით არ ფასდება“  სწორია, მაგრამ ადამიანები მაინც მუდმივად აფასებენ ერთმანეთს გარეგნობით.  გარეგნულად აფასებენ, იმას რამდენად გენდონ, ექსტროვერტი ხართ თუ ინტროვერტი და  ფიზიკური გარეგნობით იმის დადგენაც კი შეიძლება გაწუხებთ თუ არა სხვადასხვა დაავადებები.

  • ადამიანებს ადვილად შეუძლიათ თქვენი პიროვნულობა განსაზღვრონ ფოტოს მიხედვით.  კველვა ჩატარდა ტეხასის უნივერსიტეტში. ადამიანები  ნეიტრალური სურათების მიხედვით ადვილად აფასებენ  სხვებს ინტროვერტები არიან თუ ექსტროვერტები, როგორი თვითშეფასება აქვთ და ნაწილობრივ რელიგიურობასაც კი ხვდებოდნენ.
  • ქალები ციკლის განმავლობაში სხვადასხვანაირ კაცებს ანიჭებენ უპირატესობას. -  მაგალითად გამოკვეთილი სახის ნაკვთებით კაცები მიიჩნევიან უფრო ძლიერებად და „კაცურებად“  მიუხედავად იმისა ეს რეალობაა თუ არა. ქალები კი  ოვულაციის პერიოდში ასეთ კაცებს ანიჭებენ უპირატესობას.  ამ მდგომარეობას შეიძლება რეალური საფუძველი აქვს ის, რომ  მამაკაცური ჰორმონები და ზრდის ჰორმონები ქმნის ე.წ. კაცურ გარეგნობას სახეზე ბრტყელი ძვლების ზრდის გამო. რომელთა ზრდაც მოზარდობაში არ სრულდება. გრძელი ლულოვანი ძვლებისგან განსხვავებით. შესაბამისად მაღალ ტესტოსტერონიანი კაცები მოსწონთ ქალებს ოვულაციის პერიოდში.
  • ადამიანები სახის გამომეტყველებით საზღვრავენ გენდონ თუ არა - კვლევებით დადგინდა, რომ ის ადამიანები რომლებიც გამოიყურებიან ღიმილიანად უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე გაბრაზებული სახის მქონე ადამიანები.
  • თქვენი სახის ფორმით საზღვრავენ თქვენს ძალას - ფართე სახე უფრო ძლიერად მიიჩნევა,   ყოველ შემთხვევაში ადამიანები ასე აფასებენ სხვებს. ამ  საკითხის ახსნა უკავშირდება  ქალების პრეფერენციას ოვულაციის პერიოდში, ანუ ზევით არის ახსნილი ამ შეხედულებების სავარაუდო მიზეზი.
  • სახეზე და ხელებზე ნაოჭების რაოდენობა შეიძლება განსაზღვრავდეს თქვენი გულის მდგომარეობაზე. კლვევებით დადგინდა, რომ ის ქალები, რომელთა სახეზეც ნაკლები   ნაოჭები ჰქონდათ საშუალოდ რამდენიმე წლით მეტს ცოცხლობდნენ ვიდრე სხვებს იგივე ასაკით და მეტი ნაოჭებით.
  • ექიმებს თვალების მიხედვით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე წარმოდგენის შექმნა. მაგ. წითელი ლაქები ბადურაზე შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტზე.  ასევე სხვადასხვა მდგომარეობები უკავშირდება თვალებს, თუმცა ამას ჩვეულებრივი ადამიანები შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევენ.
  • თითების სიგრძის ფარდობა კორელაციაშია პენისის ზომასთან - კვლევა ჩატარდა კორეაში. რაც უფრო მცირეა საჩვენებელი თითის და არა თითის სიგრძეების ფარდობა, მით უფრო გრძელი პენისი აქვს ადამიანს.  ეს მოვლენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში განვითარებასა და ტესტოსტერონის გავლენასთან.
  • სიმაღლე განსაზღვრავს სიმსივნეების განვითარების რისკს -  მაღალ ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ სიმსივნეები, ვიდრე დაბალ ადამიანებს.  რა თქმა უნდა ეს კორელაციები არ არის არაფრის გარანტი ან საფრთხე.   ეს კავშირები რაც ამ სტატიაშია მოცემული მნიშვნელოვანია, მაგრამ ზუსტად არ განსაზღვრავს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას. აქ საუბარია ტენდენციაზე და მრავალი ადამიანის დაკვირვებით მიღებულ ინფორმაციაზე.  
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3079 times