ჩვევები რომლებიც სახსრების პრობლემას ამძიმებენ

სახსრების პრობლემა ადამიანების დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის.  ზოგიერთი   ყოველდღიური ქცევა და ჩვევა  ამ მდგომარეობის დამძიმებას იწვევს.  

  • უმოძრაო ცხოვრების წესი - ხანგრძლივი ჯდომის და წოლის პერიოდები აუარესებს სახსრების მდგომარეობას. მცირდება სახსრებში სისხლის მიმოქცევა, ჟანგბადის და საკვების მიწოდება, შესაბამისად სუსტდება სახსრებიც და მათი ფუნქციონირებაც ქვეითდება. ფიზიკური აქტივობა სახსრების პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გასაღებია.
  • სიგარეტის მოწევა - თამბაქოს მოხმარება აუარესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, შესაბამისად არღვევს სახსრების სისხლის მიმოქცევას და აუარესებს ართრიტს.
  • სტრესი - იწვევს ანთებით რეაქციებს ორგანიზმში ანთების მედიატორები კი განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებენ სახსრებზე
  • სიმძიმეების ტარება - თუ დღის განმავლობაში მძიმე ჩანთის ტარება გიწევთ  ეს ნამდვილად არასასურველია  თქვენი სახსრებისთვის.  განსაკუთრებით ცუდია კისრის და მხრის სახსრებისთვის, ამიტომ ეცადეთ ნაკლები სიმძიმეების ტარება მოგიწიოთ.
  • განმეორებად მოქმედებები - მესიჯობა, კლავიატურაზე წერა, თამაშები და სხვა განმეორებადი აქტივობები უარყოფით გავლენას ახდენენ სახსრებზე.
  • კალციუმი და დ ვიტამინის ნაკლებობა - ძვლების და სახსრებისთვის, რძის პროდუქტები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და მზესთან კონტაქტი წარმოადგენს  იმ საშუალებებს, რითიც   დ ვიტამინის და კალციუმის მიღება შეგიძლიათ.
  • ჭარბი წონა - თუ 5 კილოიანი ჩანთის ტარება აუარესებს სახსრების მდგომარეობას წარმოიდგინეთ ზედმეტი 20 კილო რამდენად არასასურველია თქვენი სახსრებისთვის. ამიტომ წონაში კლება არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი გზა აიცილოთ სახსრების პრობლემები. ეს განსაკუთრებით ეხება მუხლის და ბარძაყის სახსრებს.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3202 times