მეცნიერების მტკიცებით შესაძლოა ყავამ სიმსივნის პრევენცია მოახდინოს

ყავის რეგულარული მიღება სიმსივნეების რისკს მკვეთრად ამცირებს. ახალი კვლევების შედეგები ასეთია: იმ ადამიანებში ვინც ყავას რეგულარულად მიირთმევენ  50 % ით ნაკლებია მსხვილი ნაწლავის სიმსივნე. მნიშვნელობა არ აქვს ყავა კოფეინითაა თუ კოფეინის გარეშე.  როგორც ჩანს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ამჟღავნებენ ის ანტიოქსიდანტები, რომელთაც ყავა დიდი ოდენობით შეიცავს და არა თვითონ კოფეინი. ეს საკმაოდ სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, განსაკუთრებით ყავის მოყვარულთათვის.  კვლევები ჩატარდა ისრაელში და კორელაცია მის სარგებლიანობასა და სიმსივნის პრევენციას შორის როგორც ჩანს მკვეთრია.  ეს იმის ფონზე, რომ ჯერ კიდევ  5 წლის წინ მეცნიერები იმაშიც კი არ იყვნენ დარწმუნებულნი ყავა უსაფრთხო იყო თუ არა ჯანმრთელობისთვის.

 

კვლევა ჩატარდა  10 000- ადამიანს (ცოტა ნაკლები) შორის  აქედან  5000 -ს ჰქონდა მსხვილი ნაწლავის სიმსივნე დანარჩენს არა. გაანალიზდა მათი ცხოვრების წესი კვებითი ქცევა და ა.შ. დადგინდა, რომ იმ ადამიანებში ვინც  დღეში ორ ჭიქა ყავას მიირთმევდნენ ( ნებისმიერი ფორმით ) ნაკლები იყო სიმსივნის შემთხვევები 26 % ით.  ხოლო იმ ადამიანებში, ვინც დღეში  3 ჭიქაზე მეტ ყავას სვამდა სიმსივნის განვითარების რისკი 50 % ით ნაკლები იყო.

ყავის სარგებლიანობის საკითხი მეორეს მხრივაც მნიშვნელოვანია , ვინაიდან თუ დადგინდება, რომელი კომპონენტი ახდენს სიმსივნის განვითარების  პრევენციას, მაშინ შესაძლებელი იქნება  ამ კომპონენტით იმ ადამიანების მკურნალობა დამოუკიდებლად ვინც ყავას არ იღებს, მეტიც მედიცინა მეტს შეიტყობს სიმსივნის პათოგენეზის და მათზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.  მოკლედ რომ ვთქვათ თემა ძალიან საინტერესო და პერსპექტიულია, თუმცა დამატებით კვლევებს და შესწავლას საჭიროებს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2352 times