სხეულის ენა, ანუ ყველასათვის გასაგები ენა

სხეულის ენა  ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის ფორმაა.   ადამიანები საუბრის დროს  სიტყვების მხოლოდ 7 % -ს აქვს მნიშვნელობა რას ამბობთ, 38 % მოდის იმაზე, როგორი ინტონაციით ამბობთ და  55 % სხეულის ენაა. ანუ ურთიერთობის და საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სხეულის ენაა.

კვლევებით დგინდება, რომ იმ ადამიანებს ვისაც სხვებზე გავლენის მოპოვება ადვილად შეუძლიათ სწორედ ემოციური ინტელექტი აქვთ მაღალი, ანუ უბრალოდ იციან როგორ ისაუბრონ, როგორ გამოხატონ და სხეულის ენის სწორად მართვაც შეუძლიათ.

 

გადაჯვარედინებული ხელები , ან ფეხები. ნიშნავს, რომ თქვენი მოსაუბრე არ გეთანხმებათ. ეს ფიზიკური ბარიერი წარმოადგენს იმის ნიშანს, რომ თქვენთან კომუნიკაციაში მყოფი ადამიანი უბრალოდ არ გისმენთ ან გეწინააღმდეგებათ და უარყოფს იმას რასაც თქვენ ამბობთ.

თვალებით გაცინება - ყველა ადამიანს თვალები არ უცინის, მაგრამ ნამდვილი სიცილი აუცილებლად აისახება თვალებზე. თვალის კუთხეებთან  ადამიანს ყოველთვის ემჩნევა

თუ ადამიანი გულწრფელად იცინის მას თვალებიც უცინის თუ ღიმილი ფარისევლურია, მხოლოდ ტუჩებით იცინის.  

შენი მოქმედებების კოპირება - კარგის ნიშანია. მაგალითად შენ თუ ხელებს გადააჯვარედინებ და იგივეს აკეთებს მოსაუბრე, ან თავს გვერდზე გადაწევ და იგივეს აკეთებს ისიც. მოკლედ ქცევების კოპირება კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ თანამოსაუბრე გეთანხმებათ.  ეს ფენომენი განსაკუთრებით გამოსადეგია  როცა გინდათ რამე პირობაზე დაითანხმოთ ადამიანი, თუ მისი ქცევები სარკისებურად ემთხვევა თქვენსას, ესეიგი ის თქვენს მოცემულობას სინამდვილეში ეთანხმება. მიუხედავად იმისა რას ამბობს.

დგომის და ჯდომის პოზა -  ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვენი სხეული გამართულ მდგომარეობაშია, ის ბუნებრივად ამხნევებს სხვებს და პატივისცემის გრძნობას ჩაუნერგავს, საპირისპირო გრძნობა იბადება, როცა მოდუნებულ ადამიანს უყურებენ.

წარბების მაღლა აწევა - დისკომფორტის ნიშანია.  შეიძლება გამოხატავდეს გაოცებას, ნერვიულობას, შიშს. თუ თქვენი თანამოსაუბრე წარბებს ზევით წევს, მაგრამ თქვენ გასაოცარს არაფერს ამბობთ სავარაუდოა, რომ ის რამეზე ნერვიულობს, ან ეშინია.

თუ საუბრის დროს მაღალი სიხშირით გიქნევენ თავს ეს ნიშნავს, რომ რაღაცაზე ღელავს თქვენი თანამოსაუბრე. მაგალითად.   თუ უფროსი დაქვემდებარებულს უხსნის ინსტრუქციას, ამის საპასუხოდ   დაქვემდებარებული თავს გადამეტებულად აქნევს თანხმობის ნიშნად, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ  თანამშრომელი ნერვიულობს იმაზე, უფროსი ხომ არ ფიქრობს მასზე რომ მითითება არ ესმის.  ამიტომ თანხმობის ნიშნად თავს უფრო მეტად აქნევს, ვიდრე საჭიროა.

მოჭმუხნული ნიკაპი, დაძაბული კისერი- ძლიერი სტრესის ნიშანია.  ვისაც არ უნდა ესაუბრებოდეთ თუ ამ სხეულის ენას გამოხატავს ესეიგი ძლიერ დისკომფორტს განიცდის თქვენთან ურთიერთობით.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2015 times