ღამის ოფლიანობა

ადამიანების თითქმის მესამედს აწუხებს ღამის ოფლიოანობა. როცა ღამე იღვიძებ და საგრძნობლად გაოფლიანებული ხარ არაკომფორტულია და თან  ცუდი ისაა, რომ ეს საკითხი არც სათანადოდ შესწავლილია და არც ზუსტი მიზეზია დადგენილი რატომ.  ადამიანებიც ამ სიმპტომით თითქმის არასდროს მიმართავენ ექიმს.

არსებობს რამდენიმე სავარაუდო მიზეზი რის გამოც შეიძლება განვითარდეს ღამის ოფლიანობა:  პანიკური შეტევები, ძილის პრობლემები, ცხელება,  მაღალი ტემპერატურა,  სტრესი, შფოთვა, ხელების და ფეხების დაბუჟება, სუნთქვის პრობლემები.

 

ყველაზე ცუდი შემთხვევები  რა დროსაც  ღამის ოფლიანობა გვხვდება ერთ-ერთ არასპეციფიურ სიმპტომად არის: აუტოიმუნირი დაავადებები,  სიმსივნეები, აივ ინფექცია,  ენდოკრინული პრობლემები, ტუბერკულოზი, ძილის ობსტრუქციული აპნეა.

რეალურად ოფლიანობა წარმოადგენს   ორგანიზმის გაგრილების სისტემას, როცა ტემპერატურა თერმონეიტრალური ზონის (ზღვრული ტემპერატურა) მაღლა იწევს  ვითარდება ოფლიანობა.  ტემპერატურის მატება კი შეიძლება გამოიწვიოს როგორც თბილმა საბანმა ან სირბილმა ასევე  ანთებით რეაქციებმა რაც ორგანიზმში მიმდინარეობს დაავადებების დროს.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, თუ  ღამის ოფლიანობა გაწუხებთ ეს არის ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც ისე არ არის. მეორეს მხრივ თუ ოფლიანობა ძლიერია და ყოველ ღამე ოფლში იღვიძებთ მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4960 times