რატომ არის მნიშვნელოვანი ხელების ხშირი დაბანვა გაციების პრევენციის მიზნით

სასუნთქი გზების ინფექციები (გრიპი, გაციება,  ბრონქიტი, პნევმონია და ა.შ.) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ადამიანებს შორის და სწორედ მისი სიმპტომების გამო მიმართავენ ადამიანები ყველაზე ხშირად აფთიაქს. ეს იქნება ჩამონადენი ცხვირიდან, ხველა თუ ყელის ტკივილი. რეალურად სასუნთქი გზების ინფექციები ორ ძირითად ნაწილად იყოფა. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები , როგორც წესი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ზედას გართულების შედეგია. მაგალითად პნევმონია (ფილტვების ანთება).

ახალგაზრდა ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ სასუნთქი გზების ინფექციები  ვიდრე შედარებით ასაკოვან ადამიანებს იმუნიტეტის უკეთესად ფორმირების გამო.

არსებობს ასეულობით ვირუსი, რომლებსაც გრიპის და გაციების გამოწვევა შეუძლიათ, ისინი იწვევენ, როგორც სასუნთქი გზების ასევე ყურის ინფექციებს. მეორეს მხრივ ბაქტერიები შეიძლება გახდნენ ინფექციების მიზეზები.

ინფექციები გადაეცემა სხვადასხვა გზებით, უმეტესად აირწვეთოვანი, ანუ დაცემინება,  დახველების, ლაპარაკის დროს გამოიყოფა წვეთები, რომელიც შეიცავს ვირუსებს, ამ წვეთების შესუნთქვის და ან სასუნთქ გზებში მოხვედრის შემდეგ ადამიანი ინფიცირდება.     დახველების ან დაცემინების დრის წვეთების სიდიდე შეიძლება თვალით შესამჩნევი, იყოს ან შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი. მოკლედ ორივე ვარიანტი შესაძლებელია.   

ასევე სასუნთქი გზების ინფექციების გადადება ხდება არაპირდაპირი კონტაქტითაც, როგორიცაა ზედაპირებზე შეხება. ანუ ინფიცირებული შეეხო კარის სახელურს, მერე მეორე ადამიანიც შეეხო და  დაუბანელი ხელით თუ თვალს, პირს ან ცხვირს შეეხო ინფიცირება ხდება.

ამიტომ გრიპის და გაციების ერთ-ერთი კარგი პრევენციის გზა არის ხელების ხშირი დაბანვა, ვინაიდან იმის კონტროლი, რომ გაციებულ ადამიანთან არ გქონდეთ ახლო კონტაქტი შეგიძლიათ, მაგრამ იმას ვერ გააკონტროლებთ კარის სახელურს მოკიდებს თუ არა გაციებული ან გრიპიანი ადამიანი ხელს, ამიტომ ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გრიპის და გაციების პრევენციისთვის არის ხელების ხშირი დაბანვა და  პირთან , ცხვირთან და თვალთან ხელით ნაკლები კონტაქტი.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2436 times