იმ ადამიანების საიდუმლო, ვინც ავად არ ხდებიან
თქვენს გარშემო ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც ავად პრაქტიკულად არ ხდებიან. რა არის მათი ჯანმრთელობის საიდუმლო?
- ისინი მაქსიმალურად ცდილობენ აირიდონ სტრესი . რა თქმა უნდა შეუძლებელია ცხოვრება სტრესის გარეშე, მაგრამ ის შესაძლებელია, რომ ისეთ საკითხებზე არ ინერვიულოთ რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, ან რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული. სტრესისგან თავისუფლად ცხოვრება შესაძლებელია, მთავარია თქვენი დამოკიდებულება იყოს სტრესული სიტუაციების მიმართ შედარებით რბილი. ანუ გამოიმუშავეთ იმუნიტეტი სტრესული მოვლენების მიმართ. ქრონიკული სტრესი უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ასუსტებს მას. და ზრდის სხვადასხვა დაავადებების რისკს.