კვლევების დროს 1728 ადამიანს, რომლებსაც ჰქონდათ დეპრესია გადაუღეს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი კვლევისთვის საკმაოდ მაღალია. შემდეგ შეადარეს 7199 ჯანმრთელი ადამიანის კვლევის შედეგებს.
იმ ადამიანებში, ვისაც ჰქონდა დეპრესია ჰიპოკამპის ზომა იყო შემცირებული. ჰიპოკამპის ზომის შემცირება, კი მისი ფუნქციის დაქვეითებასთან არის ასოცირებული.
არამარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებშიც კი ჰიპოკამპის შემცირება ასოცირებულია როგორც მეხსიერების პრობლემებთან ასევე ფუნქციების დაქვეითებასთან. კონკრეტულად ადამიანში კი ეს უკავშირდება ნეგატიური ემოციების სიჭარბეს, მომავლის მიმართ სკეპტიციზმს და იმ სიმპტომებს რაც დეპრესიასთან არის ასოცირებული.
რომ შევაჯამოთ დეპრესია აზიანებს ტვინს და ტვინის დაზიანება იწვევს დეპრესიას, ამიტომ თუ შესაძლებელია თავიდან აიცილოთ დეპრესია, უნდა აიცილოთ მაქსიმალურად, ვინაიდან ყოველი დეპრესია, შემდგომი დეპრესიის რისკს ზრდის.