მეცნიერებმა შექმნეს მოლეკულა, რომელიც ნებისმიერვირუსს კლავს

IBM - ის მეცნიერების მტკიცებით მათ წარმატებულად შექმნეს მოლეკულა, რომელსაც ნებისმიერი ვირუსის დამარცხება შეუძლია.  სინამდვილეში ვირუსები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენენ, ვინაიდან მათი საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები როგორც წესი არ არის, ან არის მაგრამ ძვირი ღირს თან ისეთი მედიკამენტი არ არსებობს, რომელიც მრავალი სახის ვირუსზე მოქმედებდეს.  თვით გრიპის ვაქცინებიც კი, რომელიც გრიპის პრევენციას ახდენს ნახლდება ყოველ წელს, ვინაიდან ვირუსების ცილები დრიფტს და შიფტს განიცდიან და ყოველ წელს იცვლებიან, ამიტომ  ვირუსებთან ბრძოლა სერიოზული პრობლემაა.

 

მეცნიერების მტკიცებით კი ეს პრობლემა მეტწილად მოგვარებადია, ვინაიდან მათ შექმნეს მოლეკულა, რომელიც იზიდავს გლიკოპროტეინებს რაც ვიურსების აუცილებელი ნაწილია როცა ისინი აინფიცირებენ  ადამიანებს,   როდესაც მოლეკულას  მიეკრობა ვირუსი ის ვეღარ აინფიცირებს ადამიანების უჯრედებს. მეორეს მხრივ ეს გიგანტური მოლეკულა შეიცავს მრავალ სუბერთეულს და   მანოზას რომელიც  შაქარს წარმოადგენს და იზიდავს იმუნურ უჯრედებს.  ანუ გიგანტური მოლეკულა ერთის მხრივ იზიდავს ვირუსებს, მეორეს მხრივ იზიდავს იმუნურ უჯრედებს რათა უფრო ადვილი იყოს მათ შორის კონტაქტი და ადვილად გაანეიტრალოს ვირუსი . 

მეცნიერების მიერ შექმნილი  მოლეკულა შეიძლება მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა გამოდგეს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ისეთ ინფექციების დამარცხება, როგორიცაა ზიკა ვირუსი, ებოლა, ინფლუენზა (გრიპის ვირუსები) და სხვა ინფექციები.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2337 times