ყველაზე ვერაგი სიმსივნეები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

მედიცინის განვითარებასთან ერთად იმატებს  სიმსივნეების განკურნების შანსი, მაგრამ ამავე დროს იმატებს ახალი სიმსინეების აღმოჩენის რიცხვიც. თუ აქამდე სიმსივნეების   მხოლოდ მცირე ნაწილის დიაგნოსტირება ხდებოდა დღეს უკვე შესაძლებელია მრავალი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტირება ეს მოვლენა აშინებთ ადამიანებს, მაგრამ რათქმაუნდა დადებით მოვლენაა. აშინებთ იმიტომ, რომ ამბობენ რომ სიმსივნეები იმატებს, რა გვეშველება  ყველაფერი  უარესდება და ა.შ. ფატი კი მეტყველებს იმაზე, რომ რათქმაუნდა სიმსივნეების დიაგნოსტირება უფრო ხშირად ხდება ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი,, მაგრამ ამავე დროს მკურნალობის და განკურნების შემთხვევებიც იმატებს.

 ახლა კი წარმოგიდგენთ იმ სიმსივნეებს, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ, ვინაიდან სწორედ ეს  სიმსივნეებია რომლებზეც მთელი სიმსივნეების უმრავლესობა თითქმის  70 % მოდის.

  • მკერდის კიბო - ერთ ერთი ყველაზე ხშირი კიბოა. როგორც წესი იწყება სარძევე ჯირკვლების წილაკებში. და იწყება, როგორც კეთილთვისებიანი სიმსივნე, ქალი როგორც წესი, გრძნობს მასას მკერდის მიდამოში, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი შეიძლება გადაგვარდეს ავთვისებიანად და დაიწყოს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ინვაზია და  საბოლოოდ განვითარდეს მეტასტაზებიც კი.   მკერდის სიმსივნეების 74 % რეაგირებს ჰორმონულ მკურნალობაზე, ანუ ეს სიმსივნეები ქალურ ჰორმონებზე დამოკიდებულნი არიან   და ზრდისთვის სჭირდებათ ესტროგენები ან პროგესტერონი.  მკერდის კიბო დროული  დიაგნოსტირების და მკურნალობის პირობებში  90 % შემთხვევაში განკურნებადია.
  • ფილტვების კიბო - ერთ-ერთ ყველაზე ვერაგი სიმსივნეა სიმსივნეების სიკვდილიანობის  ყოველი მეოთხე ფილტვების კიბოზე მოდის. მისი დიაგნოსტირება მეტასტაზების გაჩენამდე მხოლოდ  16 % ში ხდება.   ფილტვების კიბოს რისკს მკვეთრად ზრდის მოწევა, მაგრამ ის შეიძლება განვითარდეს მოწევის გარეშეც.
  • პროსტატის კიბო - მამაკაცური სიმსივნე,  ვინაიდან ეს ჯირკვალი ქალებს არ აქვთ.  უმრავლეს შემთხვევაში განკურნებადია, მაგრამ ამ სიმსივნის განვითარებას და მკურნალობასაც მოყვება არასასურველი გვერდითი ეფექტები როგორიცაა: შეუკავებლობა და იმპოტენცია.   მამაკაცებმა  50 წელს ზევით უნდა დაიწყონ პროსტატის სიმსივნის სკრინინგზე ფიქრი.
  • კოლორექტალური კიბო - მსხვილი ნაწლავის კიბო - გადარჩენის ხარსიხი 65 % ია. ანუ ნახევარზე მეტი შემთხვევები განკურნებადია თუ დროულად ხდება დიაგნოსტირება. სიმსივნე იწყება იმით< რომ მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება მცირე პოლიპები, რომელიც  თითქმის ადამიანების ნახევარს აქვს, მაგრამ ეს კეთილთვისებიანია, პოლიპები  15-20 წელი ნელ ნელა იზრდება და ზოგიერთ მათგანი შეიძლება გარდაიქმნას ავთვისებიან სიმსივნედ.   პოლიპებს  10 % იანი შანსი აქვთ გახდნენ ავთვისებიანი. ამიტომ აქაც დროულ დიაგნოსტირებას და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ყველაზე ცუდი და ვერაგი სიმსივნეები, რომლებიც ადვილად კლავენ ადამიანებს შემდეგია:

  • პანკრეასის სიმსივნე - მხოლოდ 8 % ში გადარჩებიან მისგან ადამიანები. სტივ ჯობსიც კი რომელიც 15 წელი ებრძოდა ამ სიმსივნეს ბოლოს დამარცხდა და სამწუხაროდ სიკვდილით დასრულდა   მისი ცხოვრება ახალგაზრდა ასაკში.
  • ფილტვების კიბო -როგორც უკვე აღვნიშნეთ, რთული და ვერაგი კიბოა. ის მხოლოდ 18 % შემთხვევაშია განკურნებადი, ამიტომ ძალიან ყურადღღებით უნდა იყოთ განსაკუთრებით ის ადამიანები ვისაც ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები გქონიათ ან მწეველობის ისტორია გაქვთ ხანგრძლივი.
  • ღვიძლის კიბო - გადარჩენადია 18 % შემთხვევაში. ზოგადად ძალიან ხშირი არ არის ღვიძლის კიბო და ადვილადაც არ ვითარდება, მაგრამ თუ განვითარდა მისგან განკურნება ძნელია.
  • საყლაპავის სიმსივნეები - 18% შემთხვევაშია განკურნებადი.
  • კუჭის კიბო 30 % შემთხვევაშია განკურნებადი.
  • ტვინის კიბო 31 % შემთხვევაშია განკურნებადი.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4368 times