საკვების ამოტუმბვა კუჭიდან.

ადამიანების ნაწილი განიცდის მორბიდულ სიმსუქნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წონაში არ დაიკლეს დროზე მათ სიცოცხლეს პირდაპირ უახლოეს მომავალში ექმნება საფრთხე. ასეთი სიმსუქნეა სხეულის მასის ინდექსი  40 და მეტი. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შექმნეს ახალი მოწყობილობა, რომელიც კუჭიდან საკვების დრენაჟირებას ახდენს.

 

მისი გამოყენებისთვის 5-10 წუთია საჭირო. კვების შემდეგ ადამიანი შედის ტუალეტში, დამაგრებული აქვს დრენაჟი. ამ დრენაჟს უერთებს სპეციალურ მოწყობილობას და  ჩართავს. მოწყობილობა მოახდენს კუჭიდან საკვების ასპირაციას და ჩარეცხავს ტუალეტში. ნაწილი საკვები კი შეიწოვება ნორმალურად. ეს აპარატი FDA -იმ მიიღო როგორც წონაში კლების ერთ-ერთ საშუალება, თუმცა ამ გადასახედიდან ძნელია თქმა რამდენად პოპულარული გახდება ადამიანებში, ვინაიდან სავარაუდოდ მუცელში მუდმივად მილის ქონა საკმაოდ დიდი დისკომფორტის შემქმნელი იქნება. და ყოველდღიური პროცედურები კვების შემდეგ კიდევ უფრო დამღლელი.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2678 times