ხალები (რისკები და მათი მოცილების გზები)

ხალი წარმოადგენს  კანის ან ლორწოვანი გარსების ქრონიკულ და კეთილთვისებიან მდგომარეობას/დაზიანებას, რომელიც გამოიხატება მუქი მკვეთრად შემოსაზღვრული უბნის არსებობით.  ხალი როგორც წესი კეთილთვისებიანია და მისგან საფრთხეს არ უნდა ელოდოთ  მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება ხალი გადაიქცეს ავთვისებიან მელანომად. 

 

არსებობს სხვადასხვა სახის ხალები . ყველაზე გავრცელებულია მელანოციტური ხალები რომელიც ყავისფერი ან შავი შეფერილობის არის. 

ხალების წარმოქმნა შეიძლება გენეტიკური მიზეზით. თუ ხალები დიდი რაოდენობისაა და მათ შორის წარმოდგენილია დიდი ზომის ხალები მაშინ მელანომის რისკი იზრდება.

ზოგ შემთხვევაში ხალები შეიძლება ასოცირებული იყოს ინსულინ რეზისტენტობასთან, დიაბეტთან ან ორსულობასთან. 

ხალების არსებობას მნიშვნელოვანი ხშირი გართულება არ აქვს. მისგან ავთვისებიანი სიმსივნე იქმნება იშვიათ მდგომარეობაში. ანუ როგორც წესი ხალების არსებობა საშიში და საფრთხის შემცველი არ არის.

დღეისთვის საკმაოდ მარტივი პროცედურებით შესაძლებელია ხალების მოცილება.  ამ პროცედურებისთვის რბილი ქსოვილების ქირურგებს,  ონკოლოგებს ან დერმატოლოგებს შეგიძლიათ მიმართოთ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4933 times