კონუქტივიტი

კონუქტივიტი  თვალის კონუქტივის ანთებაა,  მარტივად რომ ვთქვათ თუ ადამიანს თვალები ჩაწითლებული აქვს მრავალ შემთხვევაში კონუქტივიტია (შეიძლება სხვა პათოლოგიური მდგომარეობაც იყოს).  კონუქტივიტს ახასიათებს წვის, ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება თვალში, ქავილის შეგრძნება.  კონუქტივიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, ან დაიწყოს ერთ თვალში და გაგრძელდეს ორივეში.  კუნუქტივიტის შედეგად შეიძლება თვალის  ქუთუთოები მიეწებოს ერთმანეთს და დილით ადამიანს თვლის გახელა (Stuck Shut) გაუჭირდეს.

კონუქტივიტის მიზეზებია:

  • ბაქტერიული ინფექცია
  • ვირუსული ინფექცია
  • ალერგია

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე.

 

ხელების დაბანა ერთგვარი პრევენციის და მკურნალობის  შემოკლების გზად შეიძლება ჩაითვალოს.

თუ ბაქტერიულია კონუქტივიტი სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს.

მრავალ შემთხვევაში არც ბაქტერიული კონუტუქტივიტი არ საჭიროებს, თუმცა ანტიბიოტიკების ჩაწვეთება ამოკლებს კონუქტივიტის მიმდინარეობის დროს.

თუ კონუქტივიტი გამოწვეულია გონორეით ან ქლამიდიით ანტიბიოტიკი აუცილებლად სჭირდება.

 თუ კონუქტივიტის მიზეზია ალერგია -  გამოიყენება ანტიჰისტამინურები და ფოყიერი უჯრედების ინჰიბიტორი წვეთები.

კონუქტივიტი თავისით იკურნება დაახლოებით  1-2 კვირაში. თუ  1 კვირაში გაუმჯობესება არ არის, მკურნალობაა  და პროფესიონალის ჩარევაა საჭირო.

ყველაზე ხშირად გვხვდება ვირუსული კონუქტივიტი, რომელიც ასოცირებულია გრიპის ან გაციების სიმპტომებთან, ყელის ტკივილთან.

ალერგიული კონუქტივიტი -  ასევე საკმაოდ ხშირია განსაკუთრებით იმ ადამიანებში ვინც ალერგიულია ზოგადად.

ბაქტერიული კონუქტივიტი იწვევს თვალიდან მოყვითალო გამონადენს, რომელიც წებოვანია და შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოების შეწებება ერთმანეთთან.   ბაქტერიული კონუქტივიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.  შეიძლება განვითარდეს ქლამიდიის ან  გონორეის გამოც.

როცა ანტიბიოტიკები ინიშნება მათი მიღება/ჩაწვეთება უნდა გაგრძელდეს  7/10 დღე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5066 times