6 პროდუქტი რომელიც გვაბერებს

ქალები ყოველდღიურად ხარჯავენ დიდ თანხებს ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებსა და გამაახალგაზრდავებელ პროცედურებში. სამწუხაროდ დაბერებასთან ბრძოლაში ყველა საშუალება უძლური იქნება, თუ კვებას არ მიაქცევთ ყურადღებას. Power.ge გთავაზობთ იმ ტოპ პროდუქტებს, რომლებიც აბერებს.

შაქარი
დაივიწყეთ ნამცხვრები და კანფეტები. როცა ორგანიზმში ხვდება შაქარი ის „ეკვრის“ ცილების ბოჭკოებს(მათ შორის კოლაგენს და ელასტინს, რომლებიც კანის სიმკვრივეს განაპირობებს) და აკავშირებს მათ ერთმანეთთან, რის გამოც ისინი კარგავენ თავის ეფექტურობას. ეს კი აჩქარებს დაბერების და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს. ასე რომ ეცადეთ ნელ-ნელა ამოიღოთ შაქარი რაციონიდან.



ტრანს- ცხიმები
ტრანს-ცხიმები ავსებენ არტერიებს და სხვა უფრო წვრილ სისხლძარღვებს, რის გამოც კანი დაბერებულად და მოშვებულად გამოიყურება, რადგან სისხლი არ მიეწოდება საკმარისი ოდენობით. ყველაზე დიდი რაოდენობით ტრანს ცხიმები არის მარგარინში, ჩიფსებში, ფასტ-ფუდში, ნამცხვრებში და შემწვარ კერძებში.

მარილი
სადაც არის მარილი იქ არ არის წყალი. როცა ვიღებთ მლაშე კერძებს , უჯრედებში წყლის რაოდენობა მცირდება, მათ შორის კანის უჯრედებშიც, ამის გამო კანი ხდება მოშვებული, მშრალი და ეძლევა მონაცრისფრო ელფერი.

ენერგეტიკული სასმელები
ენერგეტიკული სასმელები ცუდად მოქმედებს კბილების ემალზე. ყოველდღიურად ენერგეტიკული სასმელების მიღება ძალიან ცუდი იქნება თქვენი კბილებისთვის. ეს სასმელი სოდაზე შვიდჯერ ძლიერად აზიანებს ემალს.

რაფინირებული ზეთი
ახალგაზრდობის გახანგრძლივების კიდევ ერთი საშუალებაა რაფინირებული ზეთების ამოღება და ნატურალურით ჩანაცვლება. ცხიმები ჯობია მიიღოთ ჯანსაღი საკვებიდან, თევზიდან, თხილეულიდან, ავოკადოსა და ზეთისხილისგან.

ალკოჰოლი
ალკოჰოლი ამცირებს ანტიოქსიდანტების რაოდენობას, რომლებიც პასუხისმგებელია ახალგაზრდობაზე. როცა ალკოჰოლს იღებთ გაითვალისწინეთ რომ სასურველია დალიოთ „სუფთა“,( კოქტეილები ძალიან მავნებელია,) მიაყოლეთ რამე და  რამდენიმე საათის შემდეგ დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი, ასევე კარგია მწვანე ჩაი, რომ აღადგინოთ სითხის ბალანსი და გაასუფთაოთ ორგანიზმი...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3242 times