როგორ მოვიშოროთ სახიდან და ყელიდან ცხიმები

წონაში კლების მიუხედავად სახე და კისერი მაინც პრობლემურ ადგილებად რჩება და მრავალი მცდელობის მიუხედავად ამ ადგილებიდან ცხიმების  დაწვა ძალიან ჭირს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დააჩქარებს სახეზე და კისერზე(ყელზე) ცხიმების დაწყვას.

  • ჰიდრატაცია - მნიშვნელოვანი კომპონენტია. დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყალს მაინც იღებთ.  როდესაც წყალს სათანადო ოდენობით არ იღებთ ეს აისახება:  კისერზე, სახეზე, მუხლებზე და ფეხებზე შეშუპებების სახით.
  • საკვების აუტანლობა - თუ რომელიმე საკვების მიმართ ალერგია გაქვთ, ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან გლუტენის აუტანლობა ეს ზუსტად თქვენს სახეზე აისახება და იწვევს შეშუპებას და ცხიმების მეტად ჩალაგებას.  ზოგადად კი სახის შეშუპება ერთ-ერთი პირველი ნიშანია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში რაღაც ისე ვერ არის.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს სახის ცხიმებს. მნიშვნელოვანია მარილის მიღების შემცირება, ვარჯიში , ჯანსაღი საკვები. ხილი და ბოსტნეულის უხვი მიღება.  ვიტამინები აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ხოლო  ბოჭკოვანი, რომელსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას რაც ასევე მნიშვნელოვნად აისახება  სახეზე და კისრის ცხიმებზე.
  • ლოყების ვარჯიშები - არსებობს სპეციფიური ვარჯიშები და მასაჟები ლოყებისთვის, რომელიც ამცირებს ცხიმებს ლოყებზე ასევე ამცირებს მთელს სახეზე, როგორც ექსპერტები იუწყებიან ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს.
  • კისრია ვარჯიშები - კისრის გავარჯიშება საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ. თავის წრიული მოძრაობით. ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით. თავის უკან გადაწევა, შემდეგ წინ გადმოწევა. ეს მოძრაობები  დღეში 20-20 ჯერ რომ გააკეთოთ თქვენი კისერი საკმაოდ გავარჯიშდება და ლამაზ ფორმას მიიღებს.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 6078 times