15 რამ, რის გამოც არასდროს არ უნდა იმართლოთ თავი

„არასოდეს არ იმართლო თავი. შენს მეგობრებს ეს არ სჭირდებათ, მტრები კი მაინც არ დაგიჯერებენ ... „



არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ თქვენი ცხოვრებისეული სიტუაცია
თუ დაქორწინებული ხართ, ან ხშირად იცვლით საცხოვრებელს ან ცხოვრობთ მშობლებთან და დიდი ხანია 20+ ასაკის ხართ , არავის წინაშე არ იმართლოთ თავი თქვენი საქციელისთვის. თქვენი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ და თავად უნდა გადაწყვიტოთ როგორ მოიქცეთ.


არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ თქვენი პრიორიტეტები
თქვენ გაქვთ საკუთარი შეხედულება იმის შესახებ, რა არის საჭირო თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის, ეს არის მთავარი. ჩვენ ყველა უნიკალური ვართ, ჩვენი ფასეულობებით, მიზნებით და ოცნებებით, ერთი ადამიანის პრიორიტეტები განსხვავდება მეორის პრიორიტეტებისგან. თქვენ თავად განსაზღვრავთ თქვენსას და არ ხართ ვალდებული თავი იმართლოთ ვინმეს წინაშე ამის გამო.

არ ხართ ვალდებული მოიხადოთ ბოდიში თუ არ ნანობთ თქვენს საქციელს
თუ თვლით რომ ვიღაც არ იყო სწორი, ან არ გჭირდებათ პატიება არ ხართ ვალდებული მოიხადოთ ბოდიში. ზოგი ადამიანი ძალიან მალე იხდის ბოდიშს, სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ამან შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. არ უნდა ითხოვოთ პატიება თუ თავს დამნაშავედ არ გრძნობთ.


არავის წინაშე არ ხართ ვალდებული იმართლოთ თავი მარტო გატარებული დროისთვის
ბევრს ეშინია რომ გამოჩნდება უხეში თუ უარს იტყვის მიპატიჟებაზე როცა მარტო ყოფნა სურს. სინამდვილეში ასეთი ტაიმ-აუტები სრულიად ნორმალურია და საჭიროა. აიღეთ ის და ნუ დაიწყებთ თავის მართლებას სხვების წინაშე.

არ ხართ ვალდებული დაეთანხმოთ სხვების პირად შეხედულებებს
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გატაცებით ყვება რამეს არ ხართ ვალდებული იჯდეთ და თავი უქნიოთ თუ არ ეთანხმებით, ეს უსამართლობაა საკუთარი თავის და სხვების წინაშეც. ჯობია მშვიდად უთხრათ რომ არ ეთანხმებით და შეცვალოთ საუბრის თემა.


არ ხართ ვალდებული თქვათ „კი“
შეგიძლიათ თქვათ არა თუ არ გინდათ იმის გაკეთება რასაც გთხოვენ. წარმატებას აღწევენ ის ადამიანები, ვისაც შეუძლიათ უარის თქმა იმაზე, რაც მათი პრიორიტეტი არ არის. აღიარეთ სხვების სიკეთე და იყავით მადლიერი, მაგრამ თამამად თქვით არა ყველაფერზე რაც გაშორებთ თქვენს მიზნებს.

არ იმართლოთ თავი თქვენი გარეგნობის გამო
თქვენ შეიძლება ხართ გამხდარი ან მსუქანი, მაღალი ან დაბალი, ძალიან ლამაზი ან სრულიად ჩვეულებრივი, მაგრამ არავის არ უნდა აუხსნათ რატომ გამოიყურებით ასე. თქვენი გარეგნობა მხოლოდ თქვენი საქმეა, აქ მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ დამოკიდებული. არ მისცეთ გარეგნობას უფლება უარყოფითად აისახოს თქვენს თვითშეფასებაზე.


არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ რატომ გიყვართ ესა თუ ის საჭმელი
არის პროდუქტები რომლებიც არ მოგწონთ სხვადასხვა მიზეზების გამო. თუ ვინმე გაწუხებთ კითხვებით რატომ ჭამთ ან რატომ არ ჭამთ ამა თუ იმ პროდუქტებს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, უთხარით რომ თავს კარგად გრძნობთ როცა ასე იკვებებით.

არ ხართ ვალდებული ვინმეს წინაშე თავი იმართლოთ თქვენი სექსუალური ცხოვრების გამო
თუ ზრდასრულ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა ორმხრივი სურვილის საფუძველზე, არავის არ ეხება სად, როდის და როგორ მოაწყობთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას. შეგიძლიათ დაელოდოთ ქორწინებას, გქონდეთ შემთხვევითი ურთიერთობები სანამ თქვენ იღებთ სიამოვნებას ეს მხოლოდ თქვენი საქმეა.

არავის არ უნდა აუხსნათ თქვენი კარიერული ან პირადი არჩევანი
ზოგჯერ გარემოებები გვაიძულებს ავირჩიოთ სამსახური ან პირადი ცხოვრება, ეს გადაწყვეტილება არც ისე ადვილი მისაღებია, შეიძლება აირჩიოთ სამსახური არა იმიტომ რომ არ გიყვართ ოჯახი, არამედ იმიტომ რომ ეს არჩევანი მოგიტანთ უსაფრთხოებას მომავალში. ნებისმიერ სიტუაციაში არ ხართ ვალდებული აუხსნათ გარშემომყოფებს რატომ მოიქეცით ასე თუ დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში.

არ ხართ ვალდებული აუხსნათ თქვენი პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებები სხვებს
თუ დემოკრატი, რესპუბლიკელი, კათოლიკე, პროტესტანტი ან მუსულმანი ხართ ეს თქვენი პირადი არჩევანია. არავის არ უნდა ახსნათ რატომ გწამთ ამის, როცა ვინმეს არ შეუძლია მიგიღოთ ისეთი როგორიც ხართ ეს მისი პრობლემაა და არა თქვენი.


არ ხართ ვალდებული ახსნათ რატომ ხართ მარტო
დაქორწინებული ხართ თუ არა, არ ეხება არავის თქვენს გარდა. მარტოობა ავადმყოფობა არ არის. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი: გქონდეთ ურთიერთობები თუ არა. თქვენ თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ ხართ, არ ღირს მიიკრათ ან სხვებს მიაკრათ უაზრო სოციალური იარლიყები.

არ ხართ ვალდებული შეხვდეთ ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ გთხოვეს
ვიღაც შეიძლება იყოს სასიამოვნო და სიმპათიური, მაგრამ თუ არ მოგწონთ არ ხართ ვალდებული წახვიდეთ მასთან პაემანზე. თუ გრძნობთ რომ არ გჭირდებათ ეს შეხვედრა, იპოვეთ მიზეზი უარის სათქმელად და არ შეცვალოთ გადაწყვეტილება.

არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ გადაწყვეტილება ქორწინების შესახებ
ეს პირადი არჩევანია. თუ არ გინდათ დაქორწინება, თქვენს ახლობლებს მოუწევთ მიიღონ თქვენი არჩევანი, რაც არ უნდა რთული იყოს ეს მათთვის.

თქვენ არ ხართ ვალდებული აუხსნათ ვინმეს თქვენი არჩევანი ქორწინებაში
ზოგჯერ ადამიანები აკეთებენ უადგილო შენიშვნებს თქვენს ურთიერთობაზე. ზოგი ალბათ ამბობს რომ „იდეალური წყვილი“ არ ხართ, ან რომ უკეთესს იმსახურებთ. ამ საკითხში ნუ დაუჯერებთ ნურავის საკუთარი თავის გარდა. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, არასოდეს არ შეწყვიტოთ ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე მოითხოვს ასე მოიქცეთ. ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენ გაქვთ უფლება იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით...






რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3950 times