ანაერობული ვარჯიშის დროს ძირითადად იწვის გლიკოგენი (შაქარი), ვარჯიშის შემდეგ ჰორმონული ბალანსი იცვლება ორგანიზმში, რამდენიმე საათში ვარჯიშიდან იმატებს ტესტოსტერონი, ადამიანის ზრდის ჰორმონი, ნორადრენალინი და ადრენალინი. ეს ჰორმონული კომბინაცია ქმნის კარგ პირობებს კუნთების ზრდისთვის და ცხიმების წვისთვის. ამიტომ ადამიანს თუ უნდა, რომ კუნთოვანი მასა ჰქონდეს კარგად განვითარებული, საუკეთესო არჩევანი ანაერობული ვარჯიშებია. ანაერობული ვარჯიშით მიღებული სხეულის კარგი მაგალითია სპრინტერები (მოკლე მანძილზე მორბენლები)
რაც შეეხება აერობულ ვარჯიშებს (კარდიო ვარჯიშები) - ჯვარედინი ვარჯიშებ, სირბილი, ძუნძული და აშ. ასეთი ვარჯიშები საკვებად წვავს უფრო მეტად ცხიმებს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც გახდომა უნდა მათთვის უკეთესი არის სწორედ აერობული ვარჯიშები.
თუმცა აღსანიშნავია, რომ:
აერობული ვარჯიშებით კუნთების მასა არ მიიღწევა
თუ დიდი ხნის განმავლობაში ასრულებთ აერობულ ვარჯიშებს სავარაუდოდ მეტაბოლიზმი შემციდება და შემცირდება კუნთების მასაც ტესტოსტერონის, თიროიდული ჰრმონის, ლეპტინის და სხვა ჰორმონების დაუნრეგულაციის გამო. აერობული ვარჯიშების შედეგის კარგი მაგალითია შორ მანძილზე მორბენლები - მარათონელები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ მუცლის ცხიმების მოშორებისთვის უფრო ეფექტური ანაერობული ვარჯიშებია. აერობული ვარჯიშების დროს იწვის ცხიმიც და კუნთიც. ანაერობულის დროს კი უპირატესად მაინც ცხიმი იწვის ენერგია ჯამურად მაინც ცხიმისგან მიიღება. შედეგად მუცლის ცხიმების შემცირებისთვის ჯობია ანაერობული ვარჯიშები, ვიდრე აერობული ვარჯიშები.
ოპტიმალურ ვარიანტს კი მათი კომბინირება წარმოადგენს.