ქათმის ფილე ხრაშუნა კანით

100გრ - 110კკალ
ინგრედიენტები:

ქათმის ფილე 400გრ
კეფირი 1%-იანი 200გრ
შვრიის ფანტელი 50გრ
ორი კვერცხის ცილა
დაფქული წიწაკა გემოვნებით
სუნელები გემოვნებით
მარილი გემოვნებით



მომზადება:
ფილე დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
მოვასხათ კეფრი, დავამატოთ მარილი, სუნელები, წიწაკა, შევდგათ მაცივარში 20წუთით.
ქათმის ფილე ამოვავლოთ შვრიის ფანტელში, მერე ათქვეფილ ცილაში და მერე ისევ შვრიის ფანტელში, რათა კარგი ხრაშუნა იყოს.
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, შედეთ ფილე ღუმელში, 15 წუთის მერე ამოაბრუნეთ და კიდევ 15 წუთი დატოვეთ. ანუ სულ საჭიროა 30 წუთი.
ფილე ხრაშუნა კანით მზადაა...

გემრიელად მიირთვით...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2701 times