ვარჯიში და მედიტაცია დაგეხმარებათ დეპრესიის დამარცხებაში

დიდი ხანია ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა და მედიტაცია ეფექტურად გვეხმარება დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ყველაზე კარგ ეფექტს იძლევა ამ ორი მეთოდის ერთად გამოყენება.

 

ერთ -ერთი ახალი თეორიის თანახმად, დეპრესია ჩნდება ნეიროგენეზის შენელების გამო, ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ტვინში ხდება ახალი ნეირონების ზრდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიდეპრესანტები ახდენენ ნეიროგენეზის სტიმულირებას. აერობული ფიზიკური დატვირთვა ასევე აჩქარებს ახალი ნეირონების დაბადებას, მაგრამ ბევრი მათგანი მალე იღუპება, თუ ეს ფიზიკური აქტივობა არ არის შეთავსებული გონებრივ აქტივობასთან.

ჩატარდა კვლევები, სადაც მონაწილეებს კვირაში 2ჯერ 20 წუთის განმავლობაში ქონდათ დრო მედიტაციისთვის, ისინი ისხდნენ ფეხებ გადაჯვარედინებულები და ცდილობდნენ მთელი ყურადღება მიეპყროთ სუნთქვისთვის, შემდეგ 10 წუთის მანძილზე იწყებდნენ სიარულს და აგრძელებდნენ მედიტაციას, ეს არის დაბალი ფიზიკური აქტივობა რომელიც ასევე მოთელვის როლსაც ასრულებდა.

ამის შემდეგ მონაწილეები იწყებდნენ საშუალო ინტენსივობის აერობულ ვარჯიშებს, რომლებიც გრძელდებოდა 30 წუთს. ეს იყო ველოტრენაჟორზე ან სარბენ ბილიკზე ვარჯიში.

8კვირის შემდეგ ადამიანებს, ვისაც ქონდა სერიოზული დეპრესია, შეუმცირდათ ის 40%-ით, ძალიან შემცირდა დეპრესიის სიმპტომები ჯანმრთელ ადამიანებში. მედიტაციის და ვარჯიშის შეთავსება მთელი ცხოვრება შესაძლებელია, ის ყველას შეუძლია და არ ითხოვს დიდ ხარჯებს, შედეგად კი თავიდან აიცილებთ დეპრესიას და თუ უკვე გაქვთ შეამცირებთ მის სიმპტომებს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3313 times