აქტიური ცხოვრების წესი ორშაბათიდან

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სულ უფრო ხშირად გებადებათ აზრები აქტიურ ცხვრების წესთან დაკავშირებით, ფიქრობთ „სირბილი ხომ არ დამეწყო?“ მაგრამ კომფორტის ზონა არ გიშვებთ. დროა შეცვალოთ მოვლენათა მსვლელობა.



აქტიური და პასიური ცხოვრების წესი
„ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ! პირდებით საკუთარ თავს, მოდის ორშაბათი, შემდეგ სამშაბათიც მაგრამ არაფერი არ იცვლება, ამის ძირითადი მიზეზი ორია:

არ გყოფნით მოტივაცია( დაღლილობა, ჯანმრთელობა არ გაძლევთ საშუალებას და ა.შ)

ყველაფრის ერთად შეცვლა გინდათ: ტელევიზორის ყურების ნაცვლად 20 კილომეტრის გავლა, ხორცეულის ნაცვლად ბოსტნეულის ჭამა, ხუთი საათის ნაცვლად 10 საათი ძილი.

პირველი პუნქტი უნდა გადაამოწმოთ ექიმთან დაღლილობის გრძნობა არეული ჰორმონების  ბრალი შეიძლება იყოს, ან შეიძლება B ჯგუფის ვიტამინები გაკლიათ. თუ მოტივაცია არ გაქვთ ადგომა და სადმე წასვლა არ გინდათ ამ შემთხვევაში სიტუაციის შეცვლა მხოლოდ თქვენს ხელშია.

მეორე მიზეზთან გამკლავება უფრო ადვილია. ცვლილებები უნდა განახორციელოთ ეტაპობრივად. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ჩვევის ჩამოსაყალიბებლად ადამიანს სამი კვირა სჭირდება. სამი კვირა სჭირდება ერთი ჩვევის ჩამოყალიბებას თქვენ კი ყველაფრის შეცვლას თუ ერთად ეცდებით ბუნებრივია მცდელობა კრახით დასრულდება. ამიტომ ჯობია ისწავლოთ მოთმინება და თანამიმდევრობა.

როგორ ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით ქალაქში
ჯანსაღი ცხვრების წესი რატომღაც ასოცირდება სირბილთან, თუმცა თუ არ გაქვთ სირბილის ძალები ის შეიძლება ჩაანაცვლოთ სიარულით. იმის ნაცვლად რომ გამოიყენოთ ტრანსპორტი იარეთ ფეხით. უფრო ადრე მოგიწევთ სახლიდან გასვლა, სამაგიეროთ გასეირნება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სიარულის ჩვევის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ მარტივი ფიტნეს სამაჯური ან აპლიკაცია, რომელიც დაგითვლით ნაბიჯებს, ასე თქვენ დაინახავთ რა მარტივად შეგიძლიათ გაიაროთ დღეში თქვენთვის საჭირო 8 ან 10 ათასი ნაბიჯი, უბრალოდ საჭირო იქნება ხშირად გახვიდეთ ქუჩაში.

 

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველოსიპედი თუ გაქვთ მისი შესანახი ადგილი სახლში.

შეგიძლიათ მიხვიდეთ სპორტ დარბაზში ან ჩაეწეროთ ცეკვის გაკვეთილზე, ან მიხვიდეთ ცურვაზე, სასურველია აირჩიოთ მოძრაობის ის ფორმა, რომელიც განიჭებთ სიამოვნებას.

რაც არ უნდა აირჩიოთ მთავარია შეასრულოთ ის რეგულარულად, ამის შემდეგ დივანზე წოლის სურვილიც სულ უფრო იშვიათად შემოგიტევთ ეს კი უკვე ჯანსაღი ცხოვრების წესის ნახევარია.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2255 times