ფოლის მჟავა

საბავშვო მულტივიტამინი

ფოლის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად  B ვიტამინს(ზოგჯერ B9 ვიტამინს უწოდებენ).  ფოლის მჟავა აუცილებელია  ორგანიზმისთვის   ის ბუნებრივად რაღაც რაოდენობით არის საკვებში, თუმცა მისი საჭიროება ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე საკვებისმიერი მიღება. ამიტომ ამერიკაში  1998 წლიდან მოყოლებული მრავალ საკვებს უმატებენ ფოლის მჟავას.

ფოლის მჟავის ნაკლებობა იწვევს ანემიას,  საკვები შეწოვის შეფერხებას, ნაყოფის განვითარების შეფერხებას, მისი მიღება ორსულობისას ახდენს ნერვული მილის ჩამოყალიბების დეფექტების პრევენციას და სხვა მალფორმაციების პრევენციას (ორსულობის დროს),

ფოლის მჟავა ასევე აუცილებელია, როგორც მამაკაცის ასევე ქალის ნაყოფიერებისთვის.

ფოლის მჟავის მიღება ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს (ჰომოცისტეინის რეგულირებით)

მეცნიერულად დადასტურებულია  ფოლის მჟავის ეფექტურობა შემდეგი მდგომარეობების დროს.

 

  • თირკმლის პათოლოგიების დროს
  • გულის დაავადებების დროს და ინსულტის პრევენციისთვის
  • მეტოტრექსატის მიღებისას ( ფოლის მჟავის მიღება ამცირებს გულისრევა-ღებინებას)
  • დაბადების დეფექტების და მალფორმაციების პრევენციისთვის.

სავარაუდოდ ეფექტურია:

  • ასაკთან ასოცირებული მხედველობის გაუარესებისთვის
  • დეპრესიის დროს
  • ფენიტოინით გამოწვეული ღრძილების პრობლემების დროს
  • ღრძილების დაავადების დროს ორსულობისას
  • ვიტილიგოს დროს (აუმჯობესებს მდგომარეობას ორალური ფორმით ფოლიხ მჟავის მიღება)

სხვა მდგომარეობების დროს მის ეფექტურობაზე სამედიცინო მტკიცებულებები არ არის.

დოზირება.

დოზირება  250 – 1000 მიკროგრამი დღეში.

საშუალო დოზირებას წარმოადგენ 400 მიკროგრამი დღის განმავლობაში.

ვიტილიგოს დროს  5 მგ. დღეში ორჯერ.

 

Read 4638 times
საბავშვო მულტივიტამინი
158