ჩაკეტილი ბავშვები

საბავშვო მულტივიტამინი

ჩვეულებისამებრ ბავშვები უმეტესწილად ცნობისმოყვარე და ღია არსებები არიან. მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც არ უყვარს სხვებთან ურთიერთობა. ისინი კარგად და მყუდროდ გრძნობენ თავს თავის სამყაროში, მათი გახსნა არც ისე ადვილია მაგრამ აუცილებელია.

მორიდებული, არაკონტაქტური, - ასე ხშირად მოიხსენიებენ ჩაკეტილ ბავშვებს. მაგრამ ისინი არ არიან მორიდებულები, მორიდებულებს უნდათ ურთიერთობა სხვებთან და ამავდროულად ეშინიათ, რადგან არ იციან როგორ მოიქცნენ ასეთ დროს. ხოლო ჩაკეტილმა ბავშვებმა არც იციან და არც უნდათ სხვებთან ურთიერთობა. ისინი ცხოვრობენ თავის სამყაროში და უშვებენ იქ მხოლოდ ძალიან ახლობლებს, დედას, მამას, ბებიას და ა.შ. მშობლები თვლიან რომ ჩაკეტილობა მიანიშნებს იმაზე რომ ბავშვს არ აინტერესებს ჩვეულებრივ ბავშვებთან კონტაქტი რაც მიუთითებს მის განსაკუთრებულობაზე. მშობლები ხშირად ამაყობენ ამით და არ ახალისებენ ბავშვებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებაზე. ფსიქოლოგები თვლიან რომ ეს არასწორია. რადგან ასეთი ბავშვები როცა იზრდებიან ძალიან უჭირთ საზოგადოებაში ადგილის მოპოვება და ყოფნა.


არავის არაფერს არ ვეტყვი
ჩაკეტილობის მიზეზი უნდა ვეძებოთ ადრეულ ასაკში. უნდა დავიწყოთ ორსულობის ხანგრძლივობით. ნაადრევად დაბადებული ბავშვები როგორც წესი არიან ინტროვერტები (მათთვის თავისი შინაგანი სამყარო გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე გარესამყარო) , დიდი ალბათობით ეს გამოწვეულია ბავშვის დედისგან იზოლაციით რადგან ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს ათავსებენ ინკუბატორში რის გამოც ბავშვი იზოლირებულია დედისგან გარკვეული პერიოდი. თუმცა ეს არ არის ბავშვის ჩაკეტილობის ერთადერთი მიზეზი. ბავშვები იკეტებიან საკუთარ თავში როცა ავადმყოფობენ, იღლებიან, ან ბევრს დარდობენ პირად პრობლემებზე. თუმცა ამ შემთხვევებში ჩაკეტილობა არ გრძელდება დიდხანს.

საქმე გაცილებით სერიოზულადაა, როცა ჩაკეტილობა ვითარდება რომელიმე გარე ფაქტორის ზემოქმედებით. მაგალითად სკოლის მოსწავლეები იკეტებიან თავის თავში როცა მათ დასცინიან თანატოლები(დასცინიან თანატოლები სათვალის, გაუმართავი მეტყველების ან სხვა მიზეზების გამო). ბაღის ასაკის ბავშვები იკეტებიან მშობლების ჩხუბის გამო. სკოლის მოსწავლე გაცილებით ადვილად იცავს თავს რეალობისგან თავისებური ბარიერის შექმნით, ურჩევნიათ ასე მოიქცნენ ვიდრე გამუდმებით გასცენ პასუხი მათ ვინც გულს სტკენთ. უფრო პატარა ბავშვს კი ეჩვენება, რომ დაეხმარება მამას და დედას შერიგებაში თუ ნაკლებ შესამჩნევი გახდება, - ბავშვებს ახასიათებთ დაიდანაშაულონ თავი მშობლების უთანხმოებაში. ჩაკეტილობა შეიძლება განვითარდეს ხშირი ავადმყოფობის  და იზოლაციის გამო, რომლის დროსაც ვერ ეკონტაქტება თანატოლებს, როცა ბავშვი მთელ დროს დედასთან და ბებიასთან ატარებს თავიდან ეს დიდად არ მოსწონს, მერე ეჩვევა საკუთარი თავის საზოგადოებას და დროთა განმავლობაში ეს ღრმავდება.

ჩაკეტილ ბავშვებთან მუშაობა
მშობლები უნდა იყვნენ ყურადღებით, რომ დროულად მიხვდნენ როდის არის მათი ჩარევა საჭირო. თუ ბავშვს მარტო თამაში უყვარს და არ ყავს ასი მეგობარი ეს სულაც არ ნიშნავს ჩაკეტილობას. ექსტროვერტი მშობლები, რომელთაც უყვართ სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება სახლში ბავშვის თავშეკავებულ დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი აღიქვამენ თითქმის კატასტროფად. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ხომ ასე საინტერესოა? ფიქრობენ ისინი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა ადამიანს თავისი ხასიათი და ტემპერამენტი აქვს. თუ ვერ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ურთიერთობის გარეშე ეს სულაც არ ნიშნავს რომ სხვებმა თქვენ უნდა მოგბაძონ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვი, რომელიც სიამოვნებით დადის სკოლაში ან ბაღში, მაგრამ ამავდროულად მეგობრებს ირჩევს გარკვეული ნიშნით და არ მეგობრობს ყველასთან სულაც  არ არის ჩაკეტილი. ასევეა თანაკლასელებთან თამაშის დროსაც, როცა უმეტესობა ბურთს დასდევს, თქვენი შვილი კი ზის და უყურებს ან ათვალიერებს რაიმე ჟურნალს.

სულ სხვა საქმეა, როცა ბავშვი მართლა იმალება გარე სამყაროსგან. ასეთ დროს აუცილებლად უნდა დაიწყოთ პრობლემის მოგვარება. რომ მან თავი არ აარიდოს სხვებთან ურთიერთობას , უცხო გარემოს, შეეძლოს ნორმალური ურთიერთობის დამყარება თანატოლებთან და არ გაიმიჯნოს მათგან. დროულად უნდა დაეხმაროთ გაუმკლავდეს შიშებსა და კომპლექსებს, რომ არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, რომელიც საჭიროა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, სწავლისთვის, მეგობრობისთვის, კარიერისთვის და სიყვარულისთვის.

რჩევები მშობლებს
გამოიჩინეთ ბავშვისადმი მეტი ყურადღება მიუხედავად მისი ასაკისა, თქვენი ყურადღება ისაა, რაც ერთნაირად ჭირდება ბავშვს 2წლის ასაკშიც და 12 წლის ასაკშიც, კოცნეთ და ეფერეთ თუნდაც მთელი დღე, ამითი თქვენ ბავშვებს ვერ „გააფუჭებთ“, თუ არ შეასრულებთ მის ყველა ახირებას ბუნებრივია.

იყავით გულუხვი შექებაში. რაც პატარაა ბავშვი, მით უფრო უჭირს ადექვატურად შეაფასოს თავისი წარმატებები. ჩვენი, როგორც მშობლის მოვალეობაა გავამყაროთ მათი თვითშეფასება.

რეგულარულად დაპატიჟეთ მეგობრები, განსაკუთრებით თუ მათ ყავთ თქვენი შვილის ტოლი ბავშვები, ბავშვი უფრო მარტივად მიეჩვევა სხვების საზოგადოებას მისთვის ნაცნობ გარემოში, შეძლებს გაიხსნას და წარმატებით ეურთიერთოს თანატოლებს.

მოიფიქრეთ საკუთარი საზეიმო ტრადიციები. კარგი იქნება წაახალისოთ ბავშვი ხალხის წინაშე გამოსვლებში. ცეკვები, კარაოკეს სიმღერა, გამოცანები, სახლის სპექტაკლები ეს დაეხმარება ბავშვს გამოვიდეს ჩვეული მდგომარეობიდან თუ ხშირად მისცემთ მათ მოგების საშუალებას.

უარი თქვით მკაცრ და უხეშ მეთოდებზე. „რას გაჩუმებულხარ?“ „აბა თქვი რა მოხდა“, თქვენც ასე რომ მოგმართონ არ გექნებათ გულახდილობის სურვილი. ბავშვი რომ გენდობოდეთ  იყავით მასთან ისეთივე ტაქტიანი როგორიც უფროსებთან ხართ.

დაამატეთ სიახლეები ფრთხილად. ჩაკეტილი ბავშვები კონსერვატიზმისკენ არიან მიდრეკილები. მათ მოსწონთ გარკვეული რეჟიმის დაცვა, ამიტომ ყველა სიახლე რაც ეხება საჭმელს, ძილს, თამაშს, გასეირნებას, ზღაპრებს უნდა დაუმატოთ ნელ-ნელა.

მაშინაც თუ ბავშვი ეწინააღმდეგება თქვენს მცდელობას შეაჩვიოთ ხალხში ყოფნას გამოავლინეთ მოთმინება და შეუპოვრობა. ბავშვის ნეგატიური რეაქცია ჯობია იმას რომ სულ არ გამოხატოს თავისი ემოციები. და თანაც თუ მშობელი დანებდება მაშინ ვინ დაეხმარება ბავშვს სოციალურ ადაპტაციაში?

მთავარი წესი - თანდათანობით, ნელ-ნელა გააკეთეთ ყველაფერი. თუ ბავშვი არ მიდის ახლოს ბავშვთა მოედანთან დაე ჯერ ითამაშოს მოშორებით სხვა ბავშვებისგან შემდეგ კი ფრთხილად დაიწყეთ მისი დაახლოება თანატოლებთან, ყველა თქვენი ქმედება უნდა იყოს არა თავს მოხვეული და ფრთხილი.

თამაშები ჩაკეტილ ბავშვებთან
„ძველი ახალი ზღაპარი“ , დაიწყეთ ზღაპრის მოყოლა შემდეგ კი სთხოვეთ ბავშვს რომ მოიფიქროს ზღაპრის თავისებური გაგრძელების ვერსია.

„დაამთავრე ხატვა ჩემს ნაცვლად“ . თქვენ და ბავშვმა თქვენ თქვენს ფურცელზე დაიწყეთ რაიმეს დახატვა, შემდეგ გაცვალეთ ნახატები და დაასრულეთ თქვენ მისი მან თქვენი ნახატი. ეს დაეხმარება ბავშვს ისწავლოს გუნდური მუშაობა, ისე რომ არ ეშინოდეს კრიტიკის.

„მინდა, ვიცი, მივაღწევ“, შედარებით დიდ ბავშვთან შეიძლება პატარა წარმატების ტრენინგის ჩატარება, სთხოვეთ დაასრულოს ფრაზები: „მე მინდა“, „მე ვიცი“, „მე მივაღწევ“, „მე შემიძლია“. ასე ბავშვი გაცნობიერებულად გააჟღერებს თავის სურვილებს და გადადგამს პირველ ნაბიჯს ამ სურვილების ასასრულებლად.

რა ვქნა თუ ჩემს შვილს უჭირს ურთიერთობები? რატომ რეაგირებს ასე მძაფრად გარემოს ცვლილებაზე, ნებისმიერ უმცირეს ცვლილებებზე მის ცხოვრებაში? რატომ ეძახიან ერთ ბავშვს მორცხვს მეორეს კი ჩაკეტილს? რით განსხვავდება პიროვნების განვითარების ეს ორი მხარე? როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ ბავშვს რომ აღარ იყოს ჩაკეტილი?

ვცადოთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში საჭიროა პრობლემაში გარკვევა. უნდა გავარკვიოთ რა უშლის ბავშვს ხელს წარმატებულად ეურთიერთოს გარშემომყოფებს და მიიღოს სიამოვნება ურთიერთობის პროცესისგან.

აი მაგალითად ისეთი ორი პრობლემა როგორიცაა, ჩაკეტილობა და სიმორცხვე აქვთ მსგავსი გამოვლინება. ეს ბავშვები მტკივნეულად რეაგირებენ ცვლილებებზე, რომლებიც ხდება მათ ცხოვრებაში, ფრთხილად და ხშირად შიშით უყურებენ სხვა ადამიანებს. არიან შეშფოთებული და ემოციურად არასტაბილურები. განსხვავება იმაშია, რომ მორცხვ ბავშვს უნდა ურთიერთობა სხვებთან, იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ არ აქვს თავისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ჩვევა, ჩაკეტილ ბავშვს კი არც უნდა სხვებთან ურთიერთობა და არც იცის როგორ გააკეთოს ეს, მისი ურთიერთობების მოთხოვნილება არის შემცირებული. ასე რომ თუ თქვენი ბავშვი ჩაკეტილია უნდა ეცადოთ ჩამოუყალიბოთ სხვებთან ურთიერთობის სურვილი და ასწავლოთ სხვებთან ურთიერთობა.

რეკომენდაციები ჩაკეტილი ბავშვის მშობლებს


პირველ რიგში უნდა გაიგოთ და მიიღოთ ის  აზრი რომ ჩაკეტილობის კორექტირება შეიძლება და საჭიროა.

თანდათან გააფართოვეთ ბავშვის ნაცნობების წრე. თავიდან ეს იქნება პასიური ურთიერთობა, ანუ თავიდან ბავშვი უბრალოდ დააკვირდება როგორ ურთიერთობენ სხვები.

ეცადეთ გახდეთ ბავშვისთვის მხიარული და ნაყოფიერი ურთიერთობის მაგალითი.

წადით ბავშვთან ერთად ახალ ადგილებში, გაიცანით და ეურთიერთეთ მასთან ერთად ახალ ადამიანებს. გააკეთეთ ეს თანდათან და ნელ-ნელა. რომ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, იყავით სულ მის გვერდით, მოკიდეთ ხელი, არასოდეს არ აჩვენოთ თქვენი განგაში და შიშები.

ეცადეთ გადასცეთ ბავშვს თქვენი სიხარული, რომელსაც განიჭებთ ადამიანებთან ურთიერთობა, გულწრფელად გიხაროდეთ ეს. „დატვირთეთ“ ბავშვი თქვენი ემოციურობით და კეთილგანწყობით სხვა ადამიანების მიმართ.

ეცადეთ შექმნათ სიტუაციები, რომლებიც მოითხოვს გარშემომყოფებთან ურთიერთობას.

ჩართეთ ბავშვი ერთობლივ საქმიანობაში და ურთიერთობაში ამ საქმიანობის პროცესში.

ხშირად ეთამაშეთ(თუ ბავშვის ასაკი საშუალებას გაძლევთ) თამაშები, რომლებიც მოითხოვს ურთიერთობას და დიალოგს.

იყავით კეთილგანწყობილი ბავშვის მიმართ. მშვიდი და მომთმენი, განეწყვეთ ხანგრძლივი მუშაობისთვის ბავშვის ჩაკეტილობის შესაცვლელად, მისი კომუნიკაციური ჩვევების ჩამოყალიბებისა და ურთიერთობის სურვილის გასაჩენად.

Read 5121 times
საბავშვო მულტივიტამინი
158