ოფლიანობა

ოფლიანობა, იგივე დიაფორეზი, პერსპირაცია  წარმოადგენს საოფლე ჯირკვლებიდან  სითხის სეკრეციას, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებში.

არსებობს ორი სახის საოფლე ჯირკვლები ეკრინული და აპოკრინული.

ეკრინული ჯირკვლები წარმოდგენილია პრაქტიკულად მთელს სხეულზე,  განსაკუთრებით მრავლადაა ხელის და ფეხის გულზებზე. ისინი გამოიმუშავებენ  ოფლს, რომელიც შედგება წყლის და მარილისგან (ნატრიუმ ქლორი)  , ნატრიუმ ქლორის შეწოვა ხდება უკან რათა  არ მოხდეს მისი დაკარგვა.  ეკრინული ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ ოფლს სუნი არ აქვს.

აპოკტინული ჯირკვლები ასოცირებულია კანის ბუნებრივ  ნაკეცებთან, თმის ფოლიკულებთან.   აპოკრინული ჯირკვლები გვხვდება: იღლიებში, არეოლებზე და კერტებზე (მკერდზე), ყურის არხში, ცხვირში, პერიანალურ მიდამოში, და გენიტალიების მიდამოში.  ასევე ქუთუთოებზე.  აპოკრინული ჯირკვლები ყოველთვის ოფლს არ აწარმოებენ. მაგ. ყურის შემთხვევაში ცვილს, მკერდის შემთხვევაში რძეს.

აპოკრინული ჯირკვლების წარმოებული სეკრეტი უფრო ცხიმოვანია და არ არის გამჭვირვალე, თუმცა უსუნოა. შემდგომში ბაქტერიული შემადგენლობის ცვლით.

 

ადამიანის ორგანიზმში  ოფლიანობა უმეტესად თერმორეგულაციის საშუალებას იძლევა.   ადამიანის მაქსიმალური ოფლიანობის სიხშირე არის  2-4 ლიტრი საათის განმავლობაში.  10-14 ლიტრი დღეში.  ბავშვებში ნაკლებია.

სხეულის ზედაპირიდან ოფლის აორთქლება იწვევს გაგრილებას.

ჰიპოჰიდროზს უწოდებენ ოფლიანობის შემცირებას

ჰიპერჰიდროზს - გაძლიერებულ ოფლიანობას.

ფოკალური ჰიპერჰიდროზია, როცა რომელიმე კონკრეტული ორგანოს ოფლიანობა ძლიერდება (მაგ. იღლია, საზარდულის მიდამო, სახე, ფეხის ან ხელის გულები)

ოფლიანობის ყველაზე ხშირი გამოვლინება სიმპტომად ან ნიშნად არის არასასიამოვნო სუნი. შესაბამისად მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება დეოდორანტები ან ანტიპერსპერანტები.  ოფლის სუნზე ახდენს გავლენას კვება და  მედიკამენტებიც კი.

ოფლიანობის ფიზიოლოგიური მიზეზებია:

  • სიცხე (ცხელება)
  • ფიზიკური აქტივობა
  • მენოპაუზა
  • ცხარე საკვები
  • გარემოს მაღალი ტემპერატურა
  • ძლიერი ემოციები
  • ძლიერი ტრავმის გახსენება.

ოფლიანობის პათოლოგიუი მიზეზები:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • სეროტონინის სინდრომი
  • მალარია,
  • ტუბერკულოზი
  • ავთვისებიანი დავადებები (მაგ. ლეიკემიები)
  • დიაბეტიკებში ჰიპოგლიკემიის დროს (მაგ. ინსულინის მიღების შემდეგ)
  • წამლების გამოყენება (კოფეინი, მორფინი, ალკოჰოლი, ანტიფსიქოზურები)
  • ფეოქრომოციტომა
  • მერკური (ვერცხლისწყალი)

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 6490 times