რატომ ემართებათ სიმსივნე იმ ადამიანებს მაინც ვინც არ ეწევა და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს?

ყველამ კარგად ვიცით, რომ სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ სხვადასხვა გარემო ფაქტორებს. მაგალითად მოწევა, გამონაბოლქვი (ქალაქის მტვერი), ჭარბი წონა და ა.შ.  მაგრამ ხშირად ადამიანებს მოჰყავთ ხოლმე საპირისპირო მაგალითები, მაგ. ადამიანი არ ეწეოდა, არ სვამდა და კიბო დაემართა, მეორეს მხრივ მათი ვიღაც ნაცნობი ეწეოდა სვამდა და  80 წელი იცოცხლა. ისმის კითხვა   მეცნიერება ცდება, თუ ადამიანები რომლებიც საპირისპიროს ფაქტებით ამტკიცებენ?

ამ მოვლენის ნამდვილი ახსნა ასეთია.  გარემო რისკ ფაქტორები სიმსივნის განვითარების ერთადერთი მიზეზი არ არის. ამავდროულად სიმსივნის განვითარების ყველა რისკ ფაქტორი ცნობილიც კი არ არის. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკა, „ცუდი იღბალი“ (შემთხვევითობა). ასე რომ ადამიანს სიმსივნეების  სრულად პრევენცია არ შეუძლია. სწორედ ეს ხდება იმ საპირისპირო მაგალითების მიზეზი რაც ადამიანებს მოჰყავთ სიმსივნის განვითარებაზე.

 

ახლა რაც შეეხება იმას, რაც მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ცნობილია.

კვლევებით დადგენილია, რომ  სიმსივნეების დაახლოებით 70-90 % გარემო ფაქტორების გამო ვითარდება. ანუ ცხოვრების წესი და ყოველდღიური ჩვევები, ასევე  პირობები რაშიც ვცხოვრობთ უპირატესად განსაზღვრავს სიმსივნის განვითარებას.  ეს ნიშნავს იმას, რომ სიმსივნეების 70-90 % გენეტიკის ბრალი არ არის.  მათი დიდი ნაწილი სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. სიგარეტი, ულტრაიისფერი გამოსხივება, დაავადებები უფრო დიდ როლს თამაშობენ სიმსივნის განვითარებაში, ვიდრე დნმ.  ასე რომ  სიმსივნეების უმეტესობა პრევენცირებადი გამოდის თეორიულად. თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის. მაგალითად  არ მოწევა, ჯანსაღი კვება, ნორმალური წონა გარანტია არ არის რომ სიმსივნე არ განვითარდება, მაგრამ მისი განვითარების ალბათბას მკვეთრად ამცირებს.

და ბოლოს.  ალბათობის შემცირება გიღირთ თუ არა  ჯანსაღ ცხოვრებად ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ დარწმუნებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ   სიმსივნეების უმეტესობა პრევენცირებადია და მავნე ჩვევების შეზღუდვა და ჯანსაღი ცხოვრება დიდ წილად აგარიდებთ მათ განვითარებას.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3623 times