რატომ არის ყურის ჩხირების გამოყენება საშიში?

ყურების გაწმენდა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჰიგიენის კუთხით, თუმცა ის მთელს ორგანიზმში ერთ-ერთ ყველაზე ფაქიზ სისტემას წარმოადგენს ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ადამიანის ყური შედგება სამი ნაწილისგან: გარეთა ყური, შუა ყური და შიგნითა ყური. გარეთა ყურს ქმნის ხრტილი,  ყურის ნიჟარა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. მას აქვს არხი, რომელიც სიგრძით დაახლოებთ  8 მილიმეტრია. ეს მილი ბოლოვდება ყურის „ბარაბნით“ იგივე დაფის აპკი. ყურის ბარაბანი აღიქვამს გარედან მიწოდებულ ვიბრაციებს და გადასცემს შიგნით ყურის სხვა ნაწილებს (პატარა ჩაქუჩისებრი ძვლის მეშვეობით) ცუდი ამბავი ის არის, რომ ყურის აპკი თუ დაზიანდა, ადამიანს უზიანდება სმენაც.

 

ახლა კი იმაზე რატომ არის ყურის ჩხირები საშიში. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში ვინც ყურის ჩხირებს იყენებენ მკვეთრად მაღალია დაფის აპკის დაზიანების შემთხვევები.  საკმარისია ყურის ჩხირი ცოტა ღრმად მოგიხვდეთ ყურში და შეიძლება ადვილად დააზიანოთ თქვენი ყურის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა დაფის აპკი.

ყურის ჩხირების უხეშმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სიყრუემდე. ასევე შესაძლებელია განვითარდეს სახის პარალიზიც.

საბოლოოდ დასკვნა ასეთია, ყურის ჩხირების გამოყენება აუცილებელია ჰიგიენური მოსაზრებების გამო, მაგრამ  აუცილებლად გააკონტროლეთ რომ   ყურების გაწმენდა არ მოხდეს უხეშად. ძალიან დიდი სიფრთხილის გამოვლენაა საჭირო.  ყურის ჩხირი ყურის მილში  7-მილიმეტრზე ღრმად არ უნდა შეიყოთ და არც უხეში მოქმედებებით გაიწმინდოთ. შეიძლება დაფის აპკი ერთბაშად არ გაიხეს, მაგრამ ნელ ნელა დაზიანდეს თუ ყურის გაწმენდის პროცედურა უხეში იქნება.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4465 times