ცვლილებები რითიც შეგიძლიათ გაიახალგაზრდავოთ თავი.

ცხოვრების სტილის შეცვლით და კონკრეტული ცვლილებებით შეგიძლიათ გაიახალგაზრდავოთ საკუთარი სხეული და ჯანმრთელობა.

  • თავიდან აირიდეთ თმის უთო და მსგავსი გაცხელებით გამოწვეული პროცედურები.  თმის უთო იმდენად აზიანებს თმებს, რომ მათ აღდგენა არ ხდება სანამ ახალი არ ამოვა, მათი რეგულარული გამოყენება კი ძალიან ცუდი შედეგის მომტანია თმებისთვის.
  • ზაფულის პერიოდში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. მზის მაიონიზებელი გამოსხივება აზიანებს თქვენი კანის დნმ-ს აბერებს მას და ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.  შესაძლებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება  სახეზე წლის ნებისმიერ დროს ვინაიდან მზის სხივები პირდაპირ ან არაპირდაპირ მაინც მოქმედებენ კანზე.
  • გამოიყენეთ კანის დამატენიანებლები, კანის ლოსიონები, განსაკუთრებით ხელებზე  რათა მაქსიმალურდ შენელდეს კანის დაბერების პროცესი.  ხელებზე განსაკუთრებით აისახება  წლები ამიტომ რაც მეტად დაიცავთ მათ გამოშრობისგან, მეტად  ახალგაზრდულ იერს შეუნარჩუნებთ.
  • ხშირი ვიზიტი სტომატოლოგთან - ჯანსაღ კბილები ყოველთვის მიიჩნეოდა სილამაზის  განმსაზღვრელ ნიშნად, ამიტომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით კბილებს.
  • ფრჩხილების მოვლა - ფრჩხილებს ზოგი ქალი მნიშვნელობას არ ანიჭებს, სინამდვილეში კი ადამიანის ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ლამაზი თითების და ფრჩხილების დანახვას, შესაბამისად მოუარეთ მათ და  ფრჩხილების ლაკის გამოყენებაც  საკმაოდ კარგი  გზაა მათი ახალგაზრდული იერისთვის.
  • ივარჯიშეთ რეგულარულად - პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდობასთან.  რაც უფრო ძლიერია კუნთოვანი სისტემა, მით ახალგაზრდულად გამოიყურება თქვენი კანი და მეტიც  ვარჯიში პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, თუ ვარჯიშობთ, ცოცხლობთ მეტ ხანს.
  • აკონტროლეთ მარილის მიღება - მარილი უარყოფითად აისახება არა მარტო წნევაზე, არამედ წონაზეც.  მარილიანი საკვების მიღება ნიშნავს შეშუპებას , სისხლძარღვების და გულის გადატვირთულ მუშაობას.
  • ნუ იქნებით დამოკიდებული - ნურც ნარკოტიკზე, ნურც ტელეფონზე და ნურც კომპიუტერზე, როცა ადამიანი რამეზე დამოკიდებულია ცხოვრება მის გვერდით ჩაივლის ისე რომ ეს ადამიანი ვერც კი ასწრებს იცხოვროს.
  • ყოველ დღე გამოივლეთ ანტიბაქტერიული სავლები პირის ღრუში. ეს პროცედურა დაგიცავთ ბაქტერიების მავნე გავლენსგან.
  • ცილოვანი საკვები - თევზი ხორცი, ლობიო - კვირაში რამდენჯერმე მაინც მიიღეთ, ეს უზრუნველჰყოფს თქვენი კანის , თმების და ფრჩხილების სიჯანსაღეს.
  • მართეთ სტრესი - რომელიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუ თქვენ არ შეეჩვევით სტრესის მართვა, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს რაც თქვენ წინ დგას. ამიტომ მოძებნეთ საშუალება, რითიც შეამცირებთ სტრესს.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3099 times