სწორედ ამ მექანიზმების მიხედვით ყოფენ ანემიას სამ ძირითად ტიპად.
სისხლის დაკარგვას იწვევს: ფიზიკური ტრავმა, შინაგანი სისხლდენა.
ერითროციტების პროდუქციას ამცირებს - რკინის დეფიციტი, ბ12 ვიტამინის ნაკლებობა, თალასემია.
ხოლო ჰემოლიზს, ანუ სისხლის დაშლას იწვევს - ინფექციური დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები. ანემიის კლასიფიცირება ხდება ასევე სისხლის უჯრედების ზომის მიხედვითაც. გამოყოფოენ: მაკროციტურლ, ნორმოციტულ და მიკროციტულ ანემიებს.
ანემიის ძირითადი სიმპტომებია:
- დაღლილობის შეგრძნება
- სისუსტე
- სუნთქვის პრობლემები.
- ფიზიკური დატვირთვის გაძნელება.
- დაბნეულობა
- შეიძლება გამოიხატებოდეს ცნობიერების დაბინდვით ან წყურვილის გაძლიერებისთ.
ანემია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მდგომარეობაა. ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს მსოფლიო მასშტაბით.
ანემიის მკურნალობა ხდება მისი გამომწვევის მიხედვით.