სეროტონინის მნიშვნელობა

სეროტონინი წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის  ფუნქციონირებისთვის  და ფსიკიქისთვის.   სეროტონინი მნიშვნელოვანია ნაწლავების პერისტალტიკისთვის, ასევე მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და   განაპირობებს „კარგად ყოფნის“ და ბედნიერების შეგრძნებას.

სეროტონინი ამ ჩამოთვლილი  ფუნქციების გარდა მონაწილეობს  გუნება-განწყობის , მადის და ძილის რეგულაციაში.   სეროტონინს ასევე აქვს კოგნიტური ფუნქციები  მათ შორის გავლენას ახდენს სწავლაზე და მახსოვრობაზე.

სეროტონინს გააჩნია ზოგიერთ უჯრედზე როგორც ზრდის ფაქტორის მსგავსი ეფექტი. მაგ.  მისი დიდი რაოდენობა მოქმედებს გულის კარდიომიოციტებზე და განაპირობებს მათ გამრავლებას.   არსებობს კარცინიოდი -  სიმსივნე  რომელიც უკავშირდება სეროტონინის დიდი ოდენობით გამოყოფას.   სწორედ  ამ დროს ზიანდება გული  სეროტონინის ზემოთ ხსენებული გავლენის გამო კარდიომიოციტებზე.

სეროტონინი ან  5 ჰიდროქსიტრიპტოფანი (5 HT)  წარმოადგენს მონოამინ ნეიროტრანსმიტერს.   ბიოქიმიურად ის მიიღება ტრიფტოფანისგან.

სეროტონინი  ძირითადად გვხვდება  საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.  

სეროტონინის დონის მატება ადამიანში იწვევს შიმშილის დაქვეითებას და მადის დათრგუნვას.  ტრიფტოფანის მიღება  თავის ტვინში ზრდის  სეროტონინის დონეს.

სეროტონინი ასევე ასტიმულირებს ღებინების რეფლექსს.  შესაბამისად ის წამლები, რომლებიც ბლოკავენ სეროტონინერგულ რეცეპტორებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არიან ძალიან ეფექტურები ღებინების საწინააღმდეგოდ.

სეროტონინი მნიშვნელოვანია  სოციალური სტატუსის განსაზღვრაშიც კი. მაგ. ცხოველები რომლებშიც შეჰყავთ სეროტონინი (ცდების დროს)  ავლენენ ალფას ქცევებს, ანუ იქცევიან, როგორც დომინანტები.

თანამედროვე ანტიდეპრესანტები მიმართულია იქით, რომ სეროტონინის დონეს ზრდიან თავის ტვინში (მისი უკუმიტაცების ინჰიბირებით)  მათი მიღების შემდეგ უმჯობესდება გუნება-განწყობა დეპრესიულ პაციენტებში, ასევე მას იყენებენ ფობიების დროს.

 

რედიენტი წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ და აბსოლიტურად უსაფრთხო  საშუალებას მას შეუძლია  მცირედით გაზარდოს სეროტონინის დონე თავის ტვინში (უკუმიტაცების ინჰიბირების გზით) რისი საშუალებითაც თრგუნავს მადას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

Read 18490 times