მიიღეთ სიამოვნება სინდისის ქენჯნის გარეშე

ჩვენი შეხედულებები ხელს გვიშლის მშვიდად მივიღოთ სიამოვნება.

მას ნელა მიაქვს ტუჩებისკენ შოკოლადის კოვზი შოკოლადის მუსით, რომელიც ასე ძალიან უნდოდა, და არ განიცდის არც ერთ წვეთ სინდისის ქენჯნას, ეს არის აბსოლუტური ტკბობის წუთები. მისთვის შოკოლადი პრობლემა არ არის, ის არ ემუქრება მის ფიგურას და არც მის სულიერ სიმშვიდეს, რადგან ის შოკოლადს არ თვლის აკრძალულ პროდუქტად. ის არ დაიწყებს თავის დასჯას, არ ივახშმებს მხოლოდ კეფირით, მაგრამ მეორე დესერტის აღების სურვილიც არ ექნება.



თუ თქვენ ამ სიტყვების კითხვისას, ამოიოხრეთ და გაიფიქრეთ: „ნეტა მე ვიყო მის ადგილას“ ან „მე ასე ვერასოდეს შევძლებ“, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
ჩვენ ავარჩიეთ ექვსი მეტნაკლებად გავრცელებული შეხედულება, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს არ ცოდნას შევუთავსოთ კვებითი სიამოვნება და სულიერი სიმშვიდე ერთმანეთს. როცა გაეცნობით ამ სტატიას გაიგებთ რა გიშლიდათ ხელს გემრიელად მიირთვათ და ამავდროულად სხვანაირად შეხედოთ კერძებს, რომლებსაც აქამდე სახიფათოდ თვლიდით.

„მე ვიცი, რომ არ ღირდა, მაგრამ...“
„არ ღირდა“ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ქცევებში ხელმძღვანელობთ ორი ტიპის ნორმით: ერთის მხრივ მორალური (არ შეიძლება აკრძალვის დარღვევა, მაგრამ არ მეყო ნებისყოფა), მეორეს მხრივ კვებითი ქცევის ნორმებით(ეს ცხიმიანია, ტკბილია, ანუ ცუდია). ეს შინაგანი ხმა გიბიძგებთ იმ აზრისკენ რომ ზოგიერთი პროდუქტი ასუქებს, ზოგი პროდუქტი კი შეიძლება მივიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით მცირე რისკის გარეშე, რადგანაც ისინი მცირე რაოდენობის კალორიებს შეიცავს.

გზა ცვლილებებისკენ
იმ მომენტში, როცა ცდილობთ შეზღუდოთ თავი და ამავდროულად უკვე მზად ხართ დანებდეთ კითხეთ საკუთარ თავს: “საკმარისად ძლიერი მადა მაქვს, რომ ვისიამოვნო ამ შოკოლადის გემოთი?“ თუ თქვენი პასუხია „კი“, თავისუფლად მიეცით თავს სიამოვნების ეს წუთი, მაგრამ თუ პასუხია „არა“, დაკავდით რაიმეთი. ერთი საათის მერე, საღამოს ან ხვალ შოკოლადი გაცილებით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ არა ახლა. გადაწყვეტილება სრულიად დამოკიდებულია თქვენზე. ეს სავარჯიშო მიმართულია იქითკენ, რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჭეშმარიტ მოთხოვნილებებს. სწორედ ისინი უნდა იყვნენ თქვენი არჩევანის მამოძრავებელი ძალა.

„ჯობია ამისგან თავი შორს დავიჭირო“
„თუ ამის ჭამას დავიწყებ, აღარ შემეძლება წინააღმდეგობის გაწევა და გაჩერება“ - ფიქრობთ თქვენ. რადგან ფიქრობთ რომ ვერ გაუძლებთ ცდუნებას „აკრძალული პროდუქტების“ მიმართ. ფიქრობთ რომ უფრო მნიშვნელოვანია ნებისყოფის გავარჯიშება, თავის შორს დაჭერა , იმის ნაცვლად რომ მიიღოთ ეს პროდუქტები მშვიდად და ზომიერად. ეს ქცევა გამოხატავს სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის შიშს და შესაბამისად საკუთარი სურვილების შიშს.

გზა ცვლილებებისკენ
უნდა მიეჩვიოთ ტაბუდადებულ პროდუქტს, აღარ უნდა გეშინოდეთ მისი და გამოუყოთ შესაბამისი ადგილი. შეგიძლიათ მოიქცეთ ასე: რამდენჯერმე ყოველი ჭამის დროს მიიღეთ მხოლოდ ეს პროდუქტი, რათა დარწმუნდეთ რომ ის არ გასუქებთ. მაგალითად სამი დღის მანძილზე ერთ-ერთი მთავარი კვების ნაცვლად(სადილის) ჭამეთ მხოლოდ შოკოლადი. ნელა, თითქოს დეგუსტაციას უტარებთ, შეჩერდით იმ მომენტში, როცა იგრძნობთ დანაყრებას. მნიშვნელოვანია იმ მომენტის შემჩნევა როცა უკვე დანაყრდით, და შეჩერდეთ იქამდე, სანამ იგრძნობთ  გულის რევის გრძნობას. თქვენ შენიშნავთ რომ წონაში არ იმატებთ.

„თუ ცდუნებას ვერ ვუძლებ  დიეტა უნდა დავიწყო“
თქვენ თავს სიამოვნების უფლებას აძლევთ იმ პირობით, რომ მას მოყვება დასჯა. ეს მიდგომა მხოლოდ მავნებელია. ის ამყარებს შეხედულებას, რომ ზოგი პროდუქტი „ცუდია“, ზოგი კი „კარგი“. სინამდვილეში ის აძლიერებს აკრძალული პროდუქტების სურვილს და იწევს ზიზღს იმ პროდუქტების მიმართ, რომლებითაც თავს ისჯით. საუკეთესო საშუალებაა უფრო მეტად შეიყვაროთ შოკოლადი და უფრო მეტად შეიძულოთ ხილ-ბოსტნეული.

გზა ცვლილებებისკენ

თავი დაანებეთ დიეტებს. ენდეთ საკუთარ თავს, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მადას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჭამს მძიმე და ცხიმიან საჭმელს დიდი ოდენობით გრძნობს ფიზიკურ დისკომფორტს. მშვიდად დაელოდეთ როდის დაგიბრუნდებათ შიმშილის გრძნობა, რის შემდეგაც შეჭამეთ ის, რაც გინდათ, მაგრამ შეწყვიტეთ ჭამა იმ მომენტში როცა იგრძნობთ დანაყრებას, მაგრამ ჯერ არ გრძნობთ დისკომფორტს. თუ ამჩნევთ რომ დიდი რაოდენობით იყენებთ რომელიმე პროდუქტს, ნუ აკრძალავთ მას, რადგან დროთა განმავლობაში მისი მიღების სურვილი თავისით გაგიქრებათ. როცა ისევ მოგინდებათ მისი ჭამა, გააკეთეთ ეს სიამოვნებით.

„დავიწყებ ამის ჭამას და ვეღარ გავჩერდები:“

ეს გამოხატავს თქვენს მიდგომას „ყველაფერი ან არაფერი“ . სასურველი პროდუქტი უტოლდება ცოდვას. ან ცდილობთ არ მიეკაროთ მას ან თუ ვერ გაუძლებთ ჭამთ განუსაზღვრელი ოდენობით. აკრძალვის დარღვევა იწვევს ექსტრემალურ სიტუაციას: თქვენ გსურთ დაუყოვნებლივ და მთელი ძალით გამოიყენოთ თქვენი „დანაშაული“, რომელიც განიჭებთ უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე თავად ჭამის მომენტი. შედეგად დიდი საფასურის გადახდა გიწევთ ეს არის ძლიერი სინდისის ქენჯნა.

გზა ცვლილებებისკენ
თქვენი სურვილის ობიექტს ახსენით აკრძალვა. ის გემრიელი პროდუქტი, რომელზეც ოცნებობთ და ხშირად წარმოიდგენთ, იმსახურებს იმას, რომ ხშირად მიირთვათ. ამის შემდეგ ეს პროდუქტები დაკარგავენ თქვენზე ძალაუფლებას. ჭამეთ ისინი ყოველ ჯერზე(კი, კი), როცა მოგინდებათ, რომ შეურიგდეთ ამ პროდუქტებს რომელიც გინდათ და თან გძულთ ამავდროულად. კონცენტრირდით დეგუსტაციაზე, რომ ადვილად დაიჭიროთ უმაღლესი სიამოვნების წერტილი, თანდათან ისწავლით შეჩერდეთ ამ მომენტში, აბსოლუტურად ბუნებრივად, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე.

„მე ვირჩევ ნაკლებად კალორიულ გემრიელობას“

თქვენ სიამოვნებას განიჭებთ თქვენი სურვილების კონტროლი და მოტყუება. როცა იღებთ სხვა პროდუქტს ამ დროს იღებთ არა ფიზიკურ არამედ ინტელექტუალურ სიამოვნებას, გიხარიათ რომ ფლობთ სიტუაციას. ამასთანავე ფიქრობთ რომ სიამოვნება რაოდენობაშია და არა ხარისხში. ასეთი ფიქრები გზაა ბულემიისკენ, რომელსაც გაუცნობიერებლად ვახალისებთ, როცა ვიღებთ ე.წ მსუბუქ დიეტურ პროდუქტებს დიდი რაოდენობით.

გზა ცვლილებებისკენ
განავითარეთ გემოს რეცეპტორები. შეიგრძენით ნამდვილი საჭმლის გემო და იგრძნობთ რაოდენ უგემურია მისი შემცვლელი უფერული პროდუქტები. როცა განავითარებთ თქვენს შეგრძნებებს, აღარ ეცდებით თქვენი სურვილების ჩახშობას რაოდენობით, მიირთმევთ ხარისხიან პროდუქტს, ამავდროულად ისწავლით გაჩერებას, როცა დანაყრდით.

„ვარღვევ კვების წესებს როცა ცუდად ვარ“

საჭმელი არ არის სიამოვნება, ჩვენთვის ეს არის თავდაცვის ფორმა უცნობი და ცუდად მართვადი ემოციებისგან. როცა ხარბად ეტანებით ნოყიერ საჭმელს, რათა დამშვიდდეთ, გაუცნობიერებლად მიგაჩნიათ რომ ტანჯვა/ცუდად ყოფნა გაძლევთ უფლებას თავს მისცეთ ზედმეტის უფლება.

გზა ცვლილებებისკენ
გააცნობიერეთ თქვენი ემოციები. კვება ის ფარია, რომლითაც თავს ვიცავთ ჩვენი ემოციებისგან. თუ მძიმე მომენტებში ჩვევად გაქვთ თავის დამშვიდება აკრძალული პროდუქტებით, ნუ დაიმატებთ კიდევ სინდისის ქენჯნას. თავს უფლება მიეცით გამოისწოროთ ხასიათი, მაგრამ მერე დაუბრუნდით მომხდარს. რას განიცდიდით: ბრაზს, შიშს, განგაშს, სტრესს? ზუსტად განსაზღვრეთ ემოცია, რომელმაც გაიძულათ მიგემართათ დასამშვიდებლად საჭმლისთვის. თანდათან გადაეჩვევით ემოციების საჭმლით ჩახშობას და შეძლებთ თვალი გაუსწოროთ მათ. თქვენ გახდებით შინაგანად მეტად დამოუკიდებელი და დაუბრუნებთ საჭმელს თავის ადგილს: სიამოვნება და არა ფარი.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3025 times