"ყველაფერი ან არაფერი" პრინციპი და ჭარბი წონა

იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც აქვს ჭარბი წონა, ხელმძღვანელობს "არაფერი ან ყველაფერი პრინციპით"...
არ ვჭამ ტკბილეულს, ცომეულს, არაფერს რაც მიყვარს, ვითმენ ვითმენ, ვითმენ და... დგება მომენტი რომ აღარ შემიძლია მოთმენა... აი ამ დროს ვჭამ, ვჭამ, ვჭამ ყველაფერს, უზომოდ, უკონტროლოთ, იმედით... იმ იმედით რომ აი ორშაბათს დიეტას დავიწყებ და...


სამწუხაროდ ეს მანკიერი წრეა, რომლიდანაც ვერასოდეს გამოხვალთ , პლიუს დაიზიანებთ ფსიქიკას და ჯანმრთელობას, ეს წრე უნდა გამოარღვიოთ...
უნდა გააცნობიეროთ, დიეტა თუ იქნება დროში შეზღუდული შეიძლება გიშველოთ კიდეც, მაგრამ როცა დაამთავრებთ და ძველებურად კვებას დაიწყებთ ისევ მოიმატებთ წონაში, ორგანიზმი ხომ მიდრეკილია მაშინვე აინაზღაუროს "დანაკლისი" და მოიმარაგოს კიდევ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მომავალი შიმშილობისთვის...
ამიტომ კვებითი ქცევა უნდა შეცვალოთ, თქვენი შეხედულებები და ჩვევები უნდა შეცვალოთ. კი ეს ძნელია მაგრამ არაფერი ფასეული არ არის მარტივი, ჩვენი ფიგურა და ჯანმრთელობა კი ნამდვილად ფასეულია... ეს არ უნდა იყოს ტანჯვა... უნდა მოემზადოთ რომ ეს არის სამუდმაო, უნდა ისწავლოთ ყველაფრის ჭამა, ისე რომ შეგეძლოთ წონის კონტროლი და ცხოვრებით ტკბობა...
მხოლოდ ასე, მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით, მხოლოდ ყოველდღიური ძალისხმებით, მხოლოდ დიდი სურვილით თქვენ მიაღწევთ მიზანს, გექნებათ სასურველი სხეული და იქნებით ჯანმრთელი... ჯანმრთელობა კი სიცოცხლეა... სიცოცხლე რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს და გვჭირდება... სიცოცხლე რომელიც ერთია...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3515 times