სიგამხდრე დიეტების გარეშე - ტოპ მოდელების 7 წესი

წესი პირველი:  კარგად დაღეჭეთ. კვლევებით დადგენილია, რომ თუ თითო ლუკმას ღეჯავთ 40-ჯერ, ჭამთ 12%-ით ნაკლებს. სწრაფი ჭამა იწვევს სიმსუქნეს, რადგან როცა ნაყროვანების სიგნალი მოდის ადამიანმა უკვე გაცილებით მეტი შეჭამა ვიდრე მის ორგანიზმს ჭირდებოდა.



წესი მეორე:  უნდა ისაუზმოთ გაღვიძებიდან ერთი საათის ფარგლებში. საუზმე დღიური რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, დიდი ხანია დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ ის ადამიანები ვინც დილას საუზმობს გაცილებით გამხდრები არიან ვიდრე ისინი ვინც არ საუზმობს.

წესი მესამე:  ჭამის დროს ყურადღება გადაიტანეთ მხოლოდ საკვებზე. არ წაიკითხოთ წიგნი, არ უყუროთ ტელევიზორს, არ ისაუბროთ. იფიქრეთ იმაზე რასაც ჭამთ, ასე ტვინი უფრო მალე მიიღებს დანაყრების სიგნალს.

წესი მეოთხე:  ჯერ ხილი მიირთვით, ის შეიცავს მარტივ შაქრებს, მისი საშუალებით უფრო მალე დანაყრდებით.

წესი მეხუთე:  ნუ მიირთმევთ საღამოს 8საათის შემდეგ, თუ არ გინდათ მეორე დღეს გაიღვიძოთ „საჭმლის პახმელიის“ შეგრძნებით.

წესი მეექვსე:
 ნაკლები ჭამეთ სტრესის დროს. ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონებს, ხარჯავს ენერგიას, რომელიც საჭიროა საკვების გადასამუშავებლად.


წესი მეშვიდე:  ჭამეთ ცოტა და ხშირად. არ გააკეთოთ 5საათზე მეტი შუალედი ჭამებს შორის, რომ არ გამოიწვიოთ ორგანიზმში სტრესი შიმშილის გამო.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5735 times