იაპონელების სიგამხდრის საიდუმლო

იაპონიაში სიმსუქნე იშვიათობაა, იაპონელების მხოლოდ 3,5%-ს აქვს ჭარბი წონა. გთავაზობთ იაპონელების რამდენიმე სიგამხდრის საიდუმლოს, რომელიც თქვენც გამოგადგებათ:



ბრინჯი
ბრინჯი აზიური სამზარეულოს საფუძველია, ის მთავარი ელემენტია ნებისმიერი იაპონელის რაციონში. მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯი შეიცავს ნახშირწყლებს დიდი ოდენობით, ის ითვლება იაპონური დიეტის მთავარ ელემენტად. იაპონელები ბრინჯს არ უკეთებენ მარილს, არც ზეთს.

თევზი

იაპონელები პრაქტიკულად არ ჭამენ ცხიმიან საჭმელს მაგრამ ერთი დღეც ვერ ძლებენ ცოცხალი თევზის და ზღვის ნობათის გარეშე. თევზით გასუქება წარმოუდგენელია, ორგანიზმი კი იღებს საჭირო ნივთიერებებს. ზღვის პროდუქტები და თევზი არის იოდის და ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3-ის ძირითადი წყარო, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს.

პატარა პორციები
 ისინი არასოდეს არ ჭამენ ბევრს, იკვებებიან პატარა პორციებით, მათი ჭურჭელიც კი მცირე ზომისაა. იაპონური ლანჩის ყუთებიც კი პატარაა და ის სადილისთვის არის განკუთვნილი. იაპონელები ბავშვობიდან მიჩვეული არიან ჯანსაღი კვების ძირითად კომპონენტს - ჭამენ პატარა პორციებს მაგრამ ხშირად.

საკვების მომზადების საშუალება
ყოველდღიურ რაციონში მათ არ აქვთ შემწვარი კერძები, ძირითადად ორთქლზე მოხარშულ ან მოხარშულ კერძებს მიირთმევენ, ეს კი ყველასათვის ცნობილია როგორ გავლენას ახდენს ფიგურაზე.

მწვანე ჩაი
ის არის ანტიოქსიდანტების წყარო, ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს წონაში კლებას.  არის შარდმდენი, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე. იაპონელების მთავარი სასმელი მწვანე ჩაია. ისინი დღეში რამდენჯერმე სვამენ მწვანე ჩაის.

სოიო
მდიდარია ცილებით, არ შეიცავს ცხიმებს, ისინი მიირთმევენ სოიოს ყველა კვებაზე: სოიოს სოუსი, სოიოს რძე, ტოფუ. ასე იაპონელების რაციონში არ არის მცენარეული ცილების დეფიციტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი კუნთების „მშენებლობისთვის“.

ბოსტნეული
ბოსტნეულის გარეშე ისინი არ სადილობენ და არ საუზმობენ, უყვართ ხახვი, მწვანე ხახვი, კომბოსტო, სტაფილო და ა.შ ისინი აკეთებენ მარტივ ცოცხალ სალათებს მაიონეზის გარეშე.

მხოლოდ ცოცხალი პროდუქტები
ისინი ჭამენ ახალი პროდუქტისგან მომზადებულ ახალ კერძს, ისინი არ ინახავენ კერძს ჭამენ მაშინვე. სამზარეულოც ხელს უწყობთ ისინი მიირთმევენ ბრინჯს პურის ნაცვლად, მინიმალურად ამუშავებენ თევზს, ბოსტნეულს  იღებენ უმად, ფაქტიურად მომზადებაც არაფრის არ არის საჭირო.

ტკბილეული?!
მათაც უყვართ ტკბილეული, მაგრამ მათი წარმოდგენა დესერტზე ძალიან განსხვავდება ჩვენისგან. ისინი არ მიირთმევენ ბისკვიტებს, ცხიმიან კრემებს, ნაღებს, შოკოლადის ტორტებს... მათი დესერტები დაბალკალორიულია, არ არის ძალიან ტკბილი და არც გემრიელია ევროპელებისთვის.

დზენი - ბუდისტური დამოკიდებულება საჭმლის მიმართ
დზენის მიხედვით საკვები უნდა გახდეს სულიერი ზრდის საფუძველი. ბუდისტი ბერები არ იღებენ ხორცს, ასევე იქცევა ბევრი იაპონელი ქალი. ისინი მიირთმევენ პატარა პორციებს უხორცო, მცენარეულ საკვებს, რომელიც მინიმალურად არის სითბურად დამუშავებული. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ნამდვილი სამურაი ბევრ ასეთ რამეს უძლებდა.


ჩვენ შემოგთავაზეთ იაპონელების სიგამხდრის საიდუმლო, თუ მოგეწონათ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შედეგებს მალე დაინახავთ...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4140 times