გამხდარი ქალების 10 ჩვევა

ალბათ ყველა თქვენგანს ყავს გამხდარი ნაცნობი, ისინი ჭამენ ყველაფერს, და არ სუქდებიან. რატომ ხდება ასე რომ ზოგი ჭამს და არ იმატებს?



მათ ძინავთ საკმარისად
მათ არ აქვთ ქრონიკული ძილის უკმარისობა, მათ არ უწევთ ენერგიის უკმარისობის საჭმლით შევსება. ენერგიის აღსადგენად ხომ პირველ რიგში ადამიანები იყენებენ შოკოლადს, პეჩენიებს და ჩიფსებს.

ისინი უარს არ ამბობენ სიამოვნებაზე
ამ სიამოვნებას ისინი იღებენ საჭმლისგან  და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან. ისინი მოგზაურობენ, პოულობენ დროს მეგობრებისთვის, აქვთ ჰობი, როცა თავის გახარება გსურთ თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება დესერტის ნაცვლად სხვა რამითაც.

ისინი არასოდეს იცავენ მკაცრ დიეტებს
მათ არ აქვთ სასტიკი აკრძალვები და ამიტომ არ აქვთ დარღვევები. ისინი ჭამენ იმას, რაც მოცემულ მომენტში უნდათ. მაგრამ რადგან ორშაბათიდან დიეტას არ იწყებენ ორმაგ რაოდენობას არ ჭამენ. ჭამენ ზომიერად და ჩერდებიან როცა დანაყრდებიან. რადგან მეტი აღარ უნდათ.

ისინი არ ჩქარობენ
ისინი ჭამენ ნელა, იღებენ სიამოვნებას პროცესისგან. ჭამენ სანამ შიათ, ჩერდებიან როცა დანაყრდნენ.

მათ იციან თავისი მოთხოვნილებები
ისინი ბრმად არ იცავენ ცნობილ რეკომენდაციებს როდის და რამდენი ჭამონ, ჭამენ შიმშილის დროს, უსმენენ საკუთარ სხეულს. კარგად გრძნობენ საკუთარ მოთხოვნილებებს.
 

ჭამენ მხოლოდ მაშინ, როცა შიათ
ისინი არ ჭამენ ხათრით, როცა მეგობართან ან მეუღლესთან ერთად სხდებიან სუფრასთან, ისინი მშვიდად იცდიან იქამდე, სანამ მოშივდებათ.

არ ჭამენ „დიეტურ“ პროდუქტებს

ნამდვილი შაქარი, რძე, ცხიმიანი ხაჭო, არაჟანი, ნაღების კარაქი, ეს ყველაფერი გაცილებით გემრიელია, ვიდრე მათი დაბალკალორიული ვარიანტები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიიღებთ მეტ სიამოვნებას პატარა პორციისგანაც კი.

მათ უყვართ მოძრაობა
ისინი ბევრს დადიან ფეხით, მათ იპოვეს ის სპორტის სახეობა, რომელიც მოსწონთ.

მათ იციან სტრესთან გამკლავება
ისინი ბრაზის დროს ურტყამენ სავარჯიშო „მსხალს“
მიმართავენ მედიტაციას, იყენებენ სუნთქვით ტექნიკებს, მისდევენ არტ-თერაპიას. ან მაშინვე პირდაპირ ამბობენ რასაც გრძნობენ და არ ინახავენ ემოციებს გულში. მათ იციან როგორ მოიხსნან სტრესი საჭმლის გარეშე სხვა საშუალებებით.

მათ იციან თავის შეკავება
თქვენი წონა დამოკიდებულია იმ კალორიების ოდენობაზე, რომელსაც იღებთ, გამხდარი ქალების საიდუმლო იმაშია, რომ ისინი ჭამენ მხოლოდ მაშინ როცა შიათ და ჩერდებიან მაშინვე როგორც კი დანაყრდებიან. მათ არ აქვთ აკრძალვები, არ აქვთ დარღვევები და არიან მოძრავები.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3674 times