ფიზიკური აქტივობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს

ფიზიკური აქტივობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს,  კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან  თითქმის  5 წლით მეტ ხანს ცოცხლობენ, მიუხედავად სხეულის წონისა.

ამ კვლევაში ჩართული იყო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი და დადგინდა, რომ ფიზიკური აქტივობა პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.

ამერიკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის რეკომენდაციებით ადამიანები  18 დან 64 წლამდე სასურველია, რომ რეგულარულად იყვნენ ჩართულები  აერობულ  ფიზიკურ აქტიობაში. სასურველია ადამიანმა ივარჯიშოს კვირაში  2,5 საათი საშუალო ინტენსივობით, ან დიდი ინტენსივობით კვირაში 1,23 საათი.

მარტივად რომ განვსაზღვროთ, რომელია საშუალო ინტენსივობის და მაღალი ინტენსივობის ვარჯიში.

საშუალოა - თუ ადამიანს შეუძლია საუბარი, მაგრამ არ შეუძლია სიმღერა.

 

მაღალი ინტენსივობის ვარჯიშია - თუ ადამიანს არ შეუძლია საუბარი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა.

ადამიანები, რომლებიც ამ რეკომენდაციების მინიმუმს ასრულებდნენ   3,4 წლით მეტს ცოცხლობდნენ, ხოლო ადამიანები რომლებიც ორჯერ მეტს ვარჯიშობდნენ ცოცხლობდნენ  თითქმის 5 წლით მეტს, ვიდრე ფიზიკურად არა აქტიური ადამიანები.

ფიზიკური აქტივობა  ახანგრძლივებს სიცოცხლეს ყველა  წონითი ჯგუფის ადამიანებში. გამხდრებში, ჭარბ წონიანებში და მსუქნებშიც.

ზოგადად ჭარბი წონა  5-7 წლით ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას (ზოგ შემთხვევაში მეტითაც) თუმცა რეგულარული ფიზიკური აქტივობით ამ ზიანის ნაწილობრივი კომპენსირება ხერხდება.

ფიზიკური აქტივობა  აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც ე.წ. კარგად ყოფნის შეგრძნებას. და ამცირებს სხვადასხვა სიმსივნეების რისკს.

 

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4440 times