მითები ჭარბ წონაზე

მითები სიმსუქნის და ჭარბი წონის შესახებ

სიმსუქნე და ჭარბი წონა იწვევს მრავალ დაავადებას, მათ შორის სიმსივნეებს, და უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრზლივობაზე. მარტივად რომ ვთქვათ ჭარბწონიანი და  სიმსუქნის მქონე ადამიანები ცოცხლობენ ნაკლებს, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანები, თუმცა ამავე დროს  გავრცელებულია მითები ჭარბი წონის შესახებ რომელიც ნაწილობრივ არაა მართალი, ან საერთოდ მცდარია.

  • სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა არაეფექტურია - ტყუილია. სხეულის მასის ინდექსი არის ის, რითაც ითვლიან ადამიანი ნორმალური წონისაა, ჭარბწონიანია, თუ მსუქანია. ის ადგენს წონას სიმაღლესთან მიმართებაში, ვინაიდან ცხიმის რაოდენობაც სიმაღლესთან მიმართებაში იცვლება პროცენტულად.  მაგალითად.  60 კილო წონის    150 სმ ადამიანისთვის სხეულის მასის ინდექსი არის  26,6 ანუ ჭარბწონიანი.   მაგრამ იგივე წონა  190 სმ. ადამიანისთვის სიგამხდრეა 16,6  , მეტიც სხეულის მასის დეფიციტია. სწორედ ამ ცვლილებების  სწორად დადგენითვის არის სხეულის მასის ინდექსი. მისი მინუსი მართალია, ისაა რომ   ის ვერ ანსხვავებს ცხიმს და კუნთს. მაგ. კუნთიანი ადამიანი შეიძლება იყოს მძიმე , მაგრამ არა მსუქანი, ვინაიდან მასში ცხიმის შემცველობა იყოს ნაკლები და მძიმე იყოს კუნთის ხარჯზე. ამ შემთხვევაში სხეულის მასის ინდექსი ცდება, მაგრამ ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.  80% ზე მეტ შემთხევაში სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა ეფექტურია. ამიტომ ამ მეოთოდის უგულვებელყოფა არ შეიძლება.
  • - ყველა ჭარბწონიანი ადამიანი ავადაა- მითია ვინაიდან იგივე ზემოთ თქმული მაგალითიდან შეიძლება ადამიანი იყოს ჭარბწონიანი მაგრამ კუნთების ხარჯზე და ამას არც ეთქმის ჭარბი წონა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი იყოს სრულიად ჯანმრთელი, მეორეს მხრივ არსებობენ ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან და ისეთივე  ჯანმრთელები არაიან (ზოგჯერ მეტადაც) ვიდრე ფიზიკურად პასიური ნორმალური წონის ადამიანი . მესამე, ადამიანი შეიძლება იყოს ჭარბწონიანი მაგრამ ცხიმის განლაგება ქონდეს ისეითი, რომ ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიდეს. მაგ. ცხიმი თეძოებზე და დუნდულებზე, ფეხებზე არ არის საშიში. მუცლის ცხიმები გაცილებით მავნებელია, ვიდრე პერიფერიული ცხიმები.   შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ჭარბი წონა , მაგრამ მუცლის და ვისცერალური ცხიმები ჰქონდეს ბევრი, ასეთ შემთხვევაშიც ის უფრო დიდი რისკის ქვეშაა, ვიდრე ის ადამიანი ვინც ჭარბ წონიანია, მაგრამ ცხიმების ლოკალიზაცია აქვს პერიფერიაზე (ფეხები, დუნდულოები).
  • ჭარბი წონა მხოლოდ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე და სურვილზეა დამოკიდებული - ეს ასე არ არის, ვინაიდან ჭარბი წონის განვითარებაში მნიშვნელოვანია გენეტიკური მდგომარეობა, მეორეს მხრივ მეტაბოლური დაავადებების არსებობა, ან სხვა ჰორმონალური დაავადებები,  (დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, კუშინგის დაავადება   და ა.შ.) შესაბამისად გადაჭრით იმის თქმა რომ ჭარბი წონა მხოლოდ ადამიანის ბრალია არ შეიძლება.
  • წონაში კლების შემდეგ მეტაბოლიზმი ნელდება და დგება პლატო ფაზა - ეს დებულება ნაწილობრივ მითია, ნაწილობრივ მართალი. წონაში კლების შემდეგ მეტაბოლიზმი მართლაც ნელდება და პლატო ფაზაც დგება, ოღონდ არა ისე ადრე როგორც ამას მოდიეტე ადამიანები ამბობენ ან აღნიშნავენ. მეტაბოლიზმის შენელებას შეიძლება დასჭირდეს წლები ხოლო ის რასაც  6 თვეში აღნიშნავენ ხოლმე არ არის ჭეშმარიტი პლატო. ეს შეიძლება უკვაშირდებოდეს სხვა საკითხებს, რომლის სრული ახსნა  ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ უკავშირდება ან კვების რაციონის ცვლილებას, ან იმას, რომ წონაში კლების შემდეგ ის მიღებული კალორიების ოდენობა რასაც იღებდა ადამიანი (რითიც დაიკლო) უკვე აღარ არის ორგანიზმისთვის ცოტა. ეს მოვლენას ახლოს დგას პლატო ფაზის იდეასთან, ამიტომ ნაწილობრივ მართალია.
  • ვინც წონაში კლებას ცდილობს ის განწირულია ისევ მატებისთვის - მითია, ვინაიან მიუხედავად არსებული გენეტიკისა, გარემო ფაქტორები ძალიან მნშვნელოვანია, ჯანსაღი და ზომიერი კვებით ნამდვილად შესაძლებელია მიღებული წონის შენარჩუნება, და ეს ფაქტი გარდაუალია, სხვა ვარიანტი არ არსებობს.  წონაში კლებისას (ერთეული მძიმე სამედიცინო შემთხვევების გარდა, რაც ძალზედ იშვიათია) ადამიანის ძალისხმევაზე, მონწომებაზე და მცდელობაზე ძალიან ბევრია დმოკიდებული.

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3882 times