ენერგიის წყარო ადამიანისთვის.

ადამიანი საკვების სახით იღებს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს.  სწორედ აქედან იღებს ადამიანი საკმარის ენერგიას არსებობისთვის. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • ნახშირწყლები -ძირითადი წყარო გლუკოზა.

გლუკოზა -  ინახება გლიკოგენის ფორმით ღვიძლში და კუნთებში.

კუნთები მოიხმარენ გლიკოგენს საკუთარი მეტაბოლიზმისთვის და ენერგიისთვის.

ღვიძლი ამარაგებს ორგანიზმს გლუკოზით, მაშინ, როცა ადამიანი მშიერია.

ერითროციტები საკვებად (ენერგიისთვის) მხოლოდ გლუკოზას მოიხმარენ.

 

მათში არ არის  მიტოქონდრია, ამიტომ ენერგიის წარმოქმნისთვის იყენებენ ანაერობულ გლიკოლიზს (ადენოზინ ტრიფოსფატის გენერაციისთვის)

გლუკოზის სრული ოქსიდაცია წარმოქმნის  4 კილოკალორიას გრამზე.

ფერმენტები, რომლებიც ნახშირწლების მონელებაში მონაწილეობენ:

ნახშირწყლების დაშლა იწყება პირის ღრუში სანერწყვე ჯირკვლები გამოყოფენ ამილაზას, რომელიც შლის  პოლისაქარიდებს დისაქარიდებად (ლაქტოზა, მალტოზა, სუკროზა)

 თუ ნერწყვში ამილაზას დეფიციტია ამ დროს ვითარდება შოგრენის სინდრომი.

პანკრეასული ამილაზა - ასევე მონაწილეობს  ნახშირწყელბის დაშლაში, თუმცა ქრონიკული პანკრეატიტის დროსაც კი არ ვითარდება ნახშირწყლების მალაბსორბცია, ვინაიდან   სანერწყვე ჯირკვლებში არის საკმარისი რაოდენობით ამილაზა.

ნაწლავებში ხდება ლაქტოზას ჰიდროლიზი ლაქტაზათი, შედეგად მიიღება გალაქტოზა და გლუკოზა. მალტოზას ჰიდროლიზი ხდება მალტაზათი, შედეგად მიიღება ორი გლუკოზა, ხოლო სუკროზას ჰიდროლიზი ხდება სუკრაზათი და წარმოიქმნება ფრუქტოზა და  გლუკოზა.

დისაქარიდები ქმნიან გლუკოზას, გალაქტოზას, ფრუქტოზას.

ზოგერთი დიარეის დროს (მაგ. როტავირუსული) ნაწლავების ეს ფერმენტული სისტემა დროებით ზიანდება და არ ხდება დისაქარიდების ჰიდროლიზი.

ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ლაქტაზას დეფიციტი შედეგად მათ კვების შედეგად მიღებული ლაქტოზას ჰიდროლიზი და  მისგან გლუკოზის სინთეზი არ შეუძლიათ.

  • ცილები

ამინო მჟავები -   წარმოადგენენ აუცილებელ ნივთიერებას გლუკონეოგენეზისთვის. 

ტრანსამინაზები აცილებენ ამინის ჯუფებებს  ამინომჟავებს და შედეგად მიიღება ალფა-კეტოაციდები.

მაგ. ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT) , აცილებს ამინის ჯგუფს ალანინს და მიიღება პირუვატი.  ასპარტატ ამინო ტრანსფერაზა (AST) კი ასპარტატს აცილებს ამინის ჯგუფს და მიიღება ოქსალოაცეტატი.

ცილების მონელება -  ცილების მონელება იწყება კუჭში. (სწორედ ამიტომ არ აქვს ხორცს გემო, სწორედ ამიტომ ცილოვან საკვებს აქვს იმის გემო რითიც არის შეკაზმული.  ადამიანს არ ესმის ხორცის გემო, ვინაიდან ცილების დამშლელი ფერმენტები პირის ღრუში არ არის. )

ძირითადი მომნელებელი ფერმენტია -პეპსინი, ასევე მარილმჟავა, რომელიც კუჭშია.

მარილმჟავა სინთეზირდება კუჭის პარიესული უჯრედებისაგან. მარილმჟავა აუცილებელია პეპსინოგენის პეპსინად გარდაქმნითვის.

თუ მარილმჟავას ქრონიკული დეფიციტია (მაგ . ქრონიკული ატროფიული გასტრიტი) ცილების მონელება წყდება.

პეპსინი გარდაქმნის ცილებს  პატარა პოლიპეპტიდებად.

პანკრეასის პროტეაზები (მაგ. ტრიპსინი) და პეპტიდაზები გამოიყოფა ეფითელური უჯრედების მიერ  - ახდენენ პოლიპეპტიდების ჰიდროლიზს ამინო მჟავებად.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს პანკრეასული პროტეაზების დეფიციტია და  პოლიპეპტიდების ჰიდროლიზი ვერ ხდება ამინო მჟავებად.

ამინო მჟავები შეიწოვებინა წვრილ ნაწლავში, ზრდასრულ ადამიანს ცილების შეწოვა პირდაპირ არ შეუძლია. ბავშვობაში კი შეუძლია. სწორედ ამიტომ ბავშვი დედისგან იღებს იმუნო გლობულინებს (რძის მეშვეობით)

ცილის სრული ოქსიდაცია  აპროდუცირებს 4 კილოკალორია  /გრამზე.

  • ცხიმები

ტრიგლიცერიდები - კვების სახით მიღებული ცხიმების უმეტესობას წარმოადგენს.

გრძელ -ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც წარმოადგენენ  ძირითად ენერგიის წყაროს ყველა უჯრედისთვის გარდა ერითროციტების და ტვინის ქსოვილისა (ნეირნებისთვის)

მცენარეები შეიცავენ უჯერ და ნაჯერ ცხიმებს

მცენარეები  მაგ. ზეთისხილი,  კანოლა  შეიცავენ მონოუჯერ ცხიმებს.   სოიო -  პოლი უჯერ ცხიმებს შეიცავს.   ხოლო  ქოქოსი შეიცავს ნაჯერ ცხიმებს.

ცხოველური ცხიმებიც შეიცავენ უჯერ და ნაჯერ ცხიმებს.

მაგ. ცხოველის ცხიმოვანი ქსოვილიდან აღებული ცხიმი ნაჯერია.  ხოლო კუნთებიდან და ორგანოებიდან აღებული არის  პოლი უჯერი ან მონო უჯერი ცხიმები.

 

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები.

მნიშვნელოვანი შეცვლელი ცხიმოვანი მჟავებია ლინოლენის და ლინოლეის მჟავები. ომეგა  3 და ომეგა  6.

ფუნქციები:  მნიშვნელოვანია ეუკოზანოიდების სინთეზისთვის (არაქიდონის მჟავის სინთეზში მონაწილეობენ). ეუკოზანოიდები მნიშვნელოვანი კუნთოვანი სისტემის შეკუმშვა რელაქსაციაში. სისხლძარღვების კონსტრიქცია/რელაქსაციაში, სისხლის ლიპიდების რეგულაციაში, იმუნური სისტემისთვის და ანთებითი პროცესების დროს.

აუცილებელია უჯრედების სტრუქტურული და ფუნქციური კომფონენტებისთვის  უჯრედის მემბარანაში.

აუცილებელია ნორმალური ზრდისთვის და მხედველობისთვის.

ტრიგლიცერიდების მონელების პრცესი

მონელება ხდება წვრილ ნაწლავში

ტრიგლიცერიდების ჰიდროლიზი ხდება პანკრეასული ლიპაზას მეშვეობით  ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება მონგლიცერიდები და ცხიმოვანი მჟავები.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5359 times