ფორთოხლის წვენი სასარგებლო თუ  „ჯანქ ფუდი"?

ცოტა ხნის წინ მიიჩნეოდა რომ ხილის წვენები ძალიან სასარგებლო და კარგი იყო ორგანიზმისთვის. თანამედროვე მედიცინა კი უპირატესობას თვითონ ხილის ჭამას ანიჭებს, ვიდრე ხილის წვენებს.   მაგალითად ფორთოხლის წვენი  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წვენია, რომელიც ვიცით რომ სავსეა ვიტამინებით და მინერალებით.

განვიხილოთ ფორთოხლის წვენის უპირატესობები და უარყოფით მხარეები

  • ფორთოხლის წვენს 100 მლ-ზე აქვს 60 კალორია. ხოლო 200 მლ-ზე (ერთი ჭიქა) უკვე  120 გამოდის.  ჩვეულებრივ ფორთოხალს კი  100 გრამზე აქვს 36 კალორია.  შესაბამისად კალორიულობით გაცილებით მაღალია ფორთოხლის წვენი, ვიდრე თვითონ ფორთოხალი.
  • ცხიმი და ქოლესტერინი - არ არის ფორთოხლის წვენში ამიტომ მადლობა მას.
  • ვიტამინი C - მისი შემცველობა ნამდვილად მაღალი აქვს  1 ჭიქა ფორთოხლის წვენი აკმაყოფილებს ადამიანის დღიური საჭიროების  ნახევარზე მეტს.
  • ვიტამინი A -შეიცავს, მაგრამ ძალიან ცოტას. დღიური საჭიროების 10 % საც არ შეიცავს.
  • კალციუმი - შეიცავს ასევე მცირე ოდენობით.
  • ფორთოხლის წვენი შეიცვას მინერალებსაც.
  • ბოჭკოვანი - მნიშვნელოვანი განსხვავება წვენს და ხილს შორის კიდევ აქ არის - ფორთოხალი თვითონ დიდი ოდენობით ბოჭკოვანს შეიცავს რაც ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, ხოლო წვენი პრაქტიკულად არ შეიცავს. ამიტომ ორგანიზმი იღებს კალორიებს ერთბაშად (ბოჭკოვანის არსებობა აფერხებს კალორიების(აქ შეიძლება ითქვას შაქრებიც) ერთად შეწოვას და ანაწილებს მას დროში. წვენის მიღებით კი ეს ყველაფერი ხდება ერთბაშად.
  • ფორთოხლის წვენი 14 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს, თანაც მარტივი შაქრების (ფრუქტოზა) სახით. ეს შემადგენლობა ფორთოხლის წვენს ხდის არასასარგებლოს, დაახლოებით ისეთივეს როგორიც  სხვა ტკბილი სასმელებია.  
  • ფორთოხლის წვენის საბოლოო შეფასება ასეთია:  ვინც მკაცრ დიეტაზეა, უნდა მოერიდოს მას, ხოლო სხვა ადამიანებს შეუძლიათ მისი მიღება დღეში  უნდა შეიზღუდოს ერთ ჭიქამდე (დაახლოებით  200 მლ). აქვე  უნდა ავღნიშნოთ რომ ფორთოხლის წვენი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს თირკმლის ქვებთან დაკავშირებული პრობლემები.

    რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4586 times