სახამებელი - მნიშვნელობა და გავლენა ჯანმრთელობაზე

სახამებელი მნიშვნელოვანია იმით, რომ როდესაც ამბობენ, რომ ადამიანი დღის განმავლობაში იღებს ნახშირწყლებს, ყველაზე დიდი ოდენობით ის ნახშირწყლებს იღებს სწორედ სახამებლის  სახით.

სახამებელს დიდი ოდენობით შეიცავს: პური, მაკარონი, ფაფები,  საკონდიტრო პროდუქტები.

სახამებელი წარმოადგენს ნახშირწყალს, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს გლუკოზას დაკავშირებულს გლიკოზიდური ბმებით.  სახამებელი არის მცენარეების უმეტესობაში, იყენებენ მას როგორც ენერგიის მარაგს.  

 

ადამიანი ყოველდღიურად დიდი ოდენობით  იღებს საკვებად მას:  კარტოფილისგან, ხორბლეულისგან, სიმინდი, ბრინჯი და სხვა მარცვლეულისგან.

სუფთა სახამებელი უგემური და უსუნო თეთრი ფხვნილია  რომელიც არ იხსნება წყალში.  

სახამებლის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმაა რეზისტენტული სახამებელი.  გამოირჩევა იმით, რომ   მისი მონელება არ ხდება ადამიანის ორგანიზმში, შესაბამისად ორგანიზმი ვერ შეიწოვს მას, არ იღებს ზედმეტ კალორიებს.  ზოგჯერ რეზისტენტული სახამებელი გამოიყენება როგორც პრებიოტიკი. 

რეზისტენტული სახამებელი წარმოადგენს მსუბუქ ლატექსივსაც(საფაღარათო საშუალება).

ზრდასრული ადამიანისთვის  დღეში 45 გრამი რეზისტენტული სახამებლის მიღება მისაღებია. თუმცა მოწოდებული მაინც არის რომ დღიური  მისაღები ოდენობა იყოს 25-38 გრამი დღეში.

მოკლედ რომ ვთქვათ რეზისტენტული სახამებელი არის სასარგებლო სახამებელი, არა რეზისტენტული კი ის, რაც ასუქებს.   რეზისტენტულ სახამებელი საკვები ბოჭკოების შემადგენლობაშია.

რეზისტენტულ სახამებელს შეიცავს:

ბანანის ფქვილი (მწვანე ბანანიდან მიღებული) 10-13 გრამს  დაახლოებით  50-60 გრაზე.

ბანანი - 4,7 გრამი(ერთ ცალი, შედარებით მწვანე).

შვრია 60 გრამზე 4,4 გრამი.

მწვანე ბარდა - 4,0 გრამი -60 გრამზე.

თეთრი ლობიო 60 გრამზე 2,5 გრამი.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ რეზისტენტული სახამებელი იგივე საკვები ბოჭკოა, მაგრამ ყველა საკვები ბოჭკო არ არის რეზისტენტული სახამებლით წარმოდგენილი. 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 10101 times