კარტოფილის მიღება ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს

კარტოფილი არა მხოლოდ სახიფათოა ფიგურისთვის, არამედ ის ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის რისკსაც. ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები.



კარტოფილს ხშირად უწოდებენ მოდიეტე ადამიანების ყველაზე მთავარ მტერს და ყველაზე მავნებელ ბოსტნეულს. ამ ბოსტნეულის კვირაში 7პორციის მირთმევა 33%-ით ზრდის დიაბეტის რისკს, ხოლო კვირაში 2-4პორცია 7%-ით, ამიტომ ექიმები გვირჩევენ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ მივირთვათ კარტოფილი.

კარტოფილის ყველაზე მავნებელ კერძად დასახელდა კარტოფილი ფრი. თუ შევცვლით სამ პორცია კარტოფილს ბურღულეულით ან მარცვლოვნებით დიაბეტის რისკი შემცირდება 12%-ით.

კვლევის ავტორები გვირჩევენ არ ჩავრთოთ ეს ბოსტნეული ჯანსაღი კვების რაციონში, უნდა მივაკუთვნოთ ის მავნებელ ნახშირწყლებს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კრახმალს, მცირე რაოდენობით უჯრედისს, ვიტამინებს, მინერალებს და პოლიფენოლებს.

დაბალი ხარისხი და ნახშირწყლების ოდენობა დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებასთან. როცა კარტოფილი ცხელია მასში შემავალი კრახმალი სწრაფად შეითვისება ორგანიზმის მიერ, რაც იწვევს შაქრის დონის სწრაფ მატებას სისხლში.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3849 times